რუსეთისთვის ბაიდენის პირობები მიუღებელია: კრემლის კომენტარი

© photo: Sputnik / Alexey Mayshev
  - Sputnik საქართველო, 1920, 02.12.2022
გამოწერა
თბილისი 2 დეკემბერი — Sputnik. კრემლი მიუღებლად მიიჩნევს იმ პირობებს, რომლებიც აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა წამოაყენა რუსეთთან მოლაპარაკებების დასაწყებად, განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა დმიტრი პესკოვმა.

„ფაქტობრივად, რა თქვა პრეზიდენტმა ბაიდენმა: მან თქვა, რომ მოლაპარაკება შესაძლებელია მხოლოდ მას შემდეგ, რაც პუტინი უკრაინას დატოვებს. აი, რა თქვა მან", — აღნიშნა პესკოვმა.

მან ხაზგასმით მიუთითა, რომ კრემლი ამისთვის მზად არ არის და „სპეცოპერაცია, რა თქმა უნდა, გრძელდება“.
როგორც პესკოვმა განაცხადა, ვაშინგტონი არ ცნობს ახალ ტერიტორიებს რუსეთის შემადგენლობაში, რაც მნიშვნელოვნად ართულებს განხილვებისთვის შესაბამისი ნიადაგის ძიებას.
კრემლის წარმომადგენლის მტკიცებით, „პრეზიდენტი პუტინი იყო, არის და კვლავაც იქნება მზად ყველასთან მოსალაპარაკებლად“.
მანამდე აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ პუტინთან არანაირ კონტაქტს არ გეგმავს, თუმცა ამის შესაძლებლობა არ გამორიცხა, თუ რუსეთის ლიდერი უკრაინაში კონფლიქტის დასრულების მიმართ „ინტერესს გამოხატავს“. ამასთან, ამერიკის ლიდერმა ხაზი გაუსვა, რომ ნებისმიერი კონტაქტი მხოლოდ ნატოელ პარტნიორებთან კონსულტაციების შემდეგ იქნება შესაძლებელი.
ყველა ახალი ამბავი
0