საქართველოს ძიუდოს ნაკრები ტოკიოს დიდი სლემის ტურნირში მიიღებს მონაწილეობას

© photo: Sputnik / Stringerძიუდო
ძიუდო - Sputnik საქართველო, 1920, 01.12.2022
გამოწერა
საქართველოს ნაკრებში ექვსი ძიუდოისტია, მათ შორის ხუთი ქალი და ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ბექაური.
თბილისი, 1 დეკემბერი – Sputnik. საქართველოს ძიუდოს ნაკრები დიდი სლემის ტოკიოს ტურნირში (Grand Slam Tokyo) მიიღებს მონაწილეობას, რომელიც 3–4 დეკემბერს გაიმართება, იუწყება საქართველოს ძიუდოს ფედერაცია.
საქართველოს ნაკრებში ექვსი სპორტსმენია. მათ სათავეში უდგას ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ბექაური. დანარჩენი ხუთი სპორტსმენი ქალია.
როგორც ფედერაციაში აღნიშნავენ, ლაშა ბექაურის დიდი სლემის ტურნირზე გამოსვლის დიდი სურვილი თავად ორგანიზატორებმა გამოთქვეს.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:
90 კგ ლაშა ბექაური
–57 ეთერ ლიპარტელიანი, ნინო ლოლაძე
–63 ეთერ ასკილაშვილი
–70 ნინო გულბანი
+78 სოფიო სომხიშვილი.
როგორც ფედერაციის ინფორმაციაშია აღნიშნული, ტურნირში მონაწილე ძიუდოისტების უმრავლესობა აზიის ქვეყნებიდან არის.
ტოკიოს დიდი სლემის ტურნირის შემდეგ წლის ბოლომდე კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ტურნირი გაიმართება – იერუსალიმში 20 დეკემბერს Judo Masters ჩატარდება.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
ყველა ახალი ამბავი
0