ზეკარის უღელტეხილზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliტრანსპორტი გზაზე
ტრანსპორტი გზაზე - Sputnik საქართველო, 1920, 01.12.2022
გამოწერა
შეზღუდვები რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო დაწესდა.
თბილისი, 1 დეკემბერი – Sputnik. შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი–ბაღდათი–აბასთუმანი–ბენარას საავტომობილო გზის 50-88 კმ მონაკვეთზე (ზეკარის უღელტეხილი) შეზღუდვები დაწესდა, ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
კერძოდ, უწყების ცნობით, რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო ზეკარის უღელტეხილზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
ყველა ახალი ამბავი
0