ხვიჩა კვარაცხელიამ განაახლა ვარჯიში „ნაპოლის“ რიგებში

© courtesy of SSC Napoliხვიჩა კვარაცხელია
ხვიჩა კვარაცხელია - Sputnik საქართველო, 1920, 01.12.2022
გამოწერა
კვარაცხელიამ ტრავმა 2 ნოემბერს მიიღო ჩემპიონთა ლიგის მატჩში „ლივერპულის“ წინააღმდეგ.
თბილისი, 1 დეკემბერი – Sputnik. იტალიური „ნაპოლის“ ქართველი ლეგიონერი ხვიჩა კვარაცხელია SSС Konami-ს სასწავლო ცენტრში კლუბის ვარჯიშს შეუერთდა, ნათქვამია ნეაპოლური გუნდის ოფიციალურ ვებ-გვერდზე.
ხვიჩა კვარაცხელიამ თბილისი ამ დღეებში დატოვა. ის აქ რამდენიმე კვირა იმყოფებოდა. არდადეგების პარალელურად, რაც ტრავმით და კატარის მსოფლიო ჩემპიონატის გამო სერია А-ში შესვენებით იყო გამოწვეული, კვარაცხელიამ ფორმის აღდგენა დაიწყო.
კვარაცხელიამ ტრავმა „ლივერპულის“ წინააღმდეგ მატჩში 2 ნოემბერს მიიღო. ნახევარმცველმა სერია А-ს ბოლო სამი მატჩი გამოტოვა „ატალანტის“, „ემპოლისა“ და „უდინეზეს“ წინააღმდეგ, ასევე ამხანაგური შეხვედრა საქართველოსა და მაროკოს ნაკრებებს შორის.
კვარაცხელია „ნაპოლიში“ მიმდინარე წლის ზაფხულში გადავიდა.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
ყველა ახალი ამბავი
0