მოსაზრება: ევროკავშირში გაიგეს, ვინ მდიდრდება უკრაინის კრიზისის ხარჯზე

© photo: Sputnik / Alexey Vitvitsky / გადასვლა მედიაბანკში
  - Sputnik საქართველო, 1920, 01.12.2022
გამოწერა
დანიილ ნიზამუტდინოვი
ევროპელი პოლიტიკოსები ჩივიან, რომ ვაშინგტონი ბებერ ევროპას რეცესიისკენ მიაქანებს და უკრაინის კონფლიქტით დივიდენდებს იწერს, წერს გამოცემა Politico. მართლაც, ამერიკელები, რომლებსაც უკრაინაში არცერთი ჯარისკაცი არ გაუგზავნიათ, უკრაინის კრიზისიდან უპრეცედენტო სამხედრო, ეკონომიკურ, გეოპოლიტიკურ სარგებელს პოულობენ. ევროკავშირს ეს სულ უფრო მეტად აღიზიანებს.

აშშ-ის გავლენის გაფართოება

„საღი თვალით თუ შევხედავთ, ქვეყანა, რომელიც ამ ომით რამეს მოიგებს - ეს აშშ-ია, რადგან ის მეტ იარაღსა და გაზს ყიდის გაზრდილ ფასად“, - მოჰყავს Politico-ს ინკოგნიტო ევროპელი ჩინოვნიკის სიტყვები.
ამერიკელები ყოველთვის ისწრაფოდნენ დასავლურ სამყაროში დომინირებისკენ და უკრაინის კონფლიქტმა მათ ამის შესანიშნავი შესაძლებლობა მისცა.
ბოლო წლებში ვაშინგტონი გამუდმებით ცდილობდა ზეწოლას ევროპაზე, კერძოდ, ანტირუსული სანქციებისა და მოსკოვზე ენერგეტიკული დამოკიდებულების შესუსტების საკითხებზე. გაზაფხულზე „უფროსი ძმის“ კვალდაკვალ ევროპელები ენთუზიაზმით შეუდგნენ აკრძალვების გაფართოებას, თუმცა თავიდანვე ნათელი იყო, რომ ეს ზომები ევროკავშირს შესაძლოა უფრო მეტადაც დაარტყამდა, ვიდრე რუსეთს.
დასავლური სამყაროს თვალში სრული რეაბილიტაცია განიცადა ნატომ, რომელზეც ცოტა ხნის წინ საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ამბობდა, რომ „მისი ტვინი მკვდარი იყო“. და არავისთვის საიდუმლოს არ წარმოადგენს, ვინ არის მთავარი ამ ორგანიზაციაში.

იარაღის გაყიდვა და „გაზის ნემსი“

ევროპასა და მთელ სამყაროში იარაღზე აჟიოტაჟური მოთხოვნილებაა, აშშ კი მისი უმსხვილესი ექსპორტიორია. მხოლოდ ავიამშენებლობაში ამერიკელებმა ათობით მილიარდი ევროს კონტრაქტები გააფორმეს. კანადამ შეუკვეთა მეხუთე თაობის 88 გამანადგურებელი F-35, შვეიცარიამ - 36, გერმანიამ - 35.
ზაფხულში გერმანიის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ აპირებდა ბუნდესვერის გადაიარაღებისთვის 100 მილიარდი ევროს გამოყოფას და ეჭვი არავის ეპარება, რომ ბიუჯეტის დიდი ნაწილი აშშ-ს შეხვდება. ამასთან, გერმანია წაეჩხუბა შვეიცარიას ბერნის უარის გამო, დაეშვა უკრაინაში საბრძოლო საქონლის რეექსპორტი.
ევროპული არსენალი იწურება და ამერიკელი მწარმოებლები სიხარულით იფშვნეტენ ხელებს. რასაკვირველია, ეს პოზიტიურად აისახება ქვეყნის მთელ ეკონომიკაზე.
ამას ემატება გაზის ექსპორტი. ვაშინგტონი დიდი ხანია ცდილობს აიძულოს ევროპა, უარი თქვას იაფ რუსულ საწვავზე. ახლა კი, სულ რამდენიმე თვეში, თხევადი აირის მოწოდება გაორმაგდა.
აფეთქებებმა „ჩრდილოეთის ნაკადებზე“ ევროკავშირი არჩევანის გარეშე დატოვა. ამიერიდან მოუწევთ მოუწევთ ოკეანის მიღმა საწვავის ძვირად შეძენა, რომელიც ევროპელ მომხმარებლებს ოთხჯერ უფრო ძვირი უჯდებათ, ვიდრე თავად ამერიკელებს.

კონკურენტუნარიანობის დაკარგვა

ენერგეტიკული კრიზისის პირობებში ევროპული მრეწველობა კონკურენტუნარიანობას კარგავს. განსაკუთრებით დაზარალდა გერმანია. აშშ-ში ზაფხულში მიიღეს კანონი ინფლაციის შემცირების შესახებ. დოკუმენტი ითვალისწინებს ნაციონალური ეკონომიკის მხარდაჭერის ფართო ზომებს, რომლებიც ევროკავშირში დისკრიმინაციულად მიიჩნიეს.
შედეგად ამერიკული კომპანიები ძლიერდებიან, ევროპულები კი ან იხურებიან, ან აშშ-ში გადადიან, სადაც მათ საგადასახადო შეღავათებს უწესებენ და იაფ ენერგორესურსებს სთავაზობენ.
ამ ყველაფერს ევროკავშირის პოლიტიკოსები წყობიდან გამოჰყავს. „ევროპის ეკონომიკის მოძრაობა რეცესიისკენ - ამერიკელებისთვის კარგი სიახლეა. მათ ხელიდან არ გაუშვიათ შესაძლებლობა, აქედან სარგებელი გამოეტანათ“, - აღშფოთებულია უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პეტერ სიიიარტო.
მაკრონმა ამერიკულ კანონს ინფლაციასთან ბრძოლის შესახებ არამეგობრული უწოდა და ივარაუდა, რომ ის ეწინააღმდეგება ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის ნორმებს, ეკონომიკის მინისტრმა ბრუნო ლე მერმა კი ევროკავშირის ქვეყნებს მოუწოდა, ერთობლივი პასუხი გასცენ ვაშინგტონის ქმედებებს. „ჩვენ ვერ დავუშვებთ, რომ კონფლიქტი უკრაინაში დასრულდეს აშშ-ის ეკონომიკის მბრძანებლობით და ევროპის დასუსტებით“, - აღნიშნა მანა და დასძინა, რომ პარიზისთვის დღეს მთავარია არა გერმანიასთან კონკურენცია ევროპაში, არამედ ევროკავშირისა და აშშ-ის კონკურენცია.

იქნება თუ არა პასუხი?

ამასობაში პარიზი და ბერლინი შეთანხმებას ვერ ახერხებენ. Bloomberg-ის მონაცემებით, მაკრონი ითხოვს ზომებს, რომლებიც ამერიკულის ანალოგიურია, გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცს კი სურს „ტრანსატლანტიკური ომის“ გაჩაღება და იმედოვნებს, რომ ვაშინგტონში თავიანთ გადაწყვეტილებებს შეასწორებენ.
თუმცა მიუხედავად ევროპის „ბრაზისა“, ამერიკელებთან ბრძოლისთვის დღეს არავინაა მზად. საფრანგეთს, გერმანიას, იტალიას შეუძლიათ ხმამაღლა გამოხატონ შეშფოთება, მაგრამ ერთიანობა ევროკავშირში არ არსებობს. ამასთან, ევროკომისიის ხელმძღვანელობა როგორც მთავარ მოკავშირეს, ვაშინგტონს ეყრდნობა.
ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში ამერიკული ზომების გასაჩივრება წარმატების შანსებს მოკლებული არ არის. ფიქრობს ექსპერტი მაქსიმ მედვედკოვი. „პრობლემა ისაა, რომ აშშ განაგრძობს ვმო-ს სააპელაციო ორგანოს მუშაობის ბლოკირებას. კომპრომისის სხვა გზით მიღწევა კი რთული იქნება“, - დააზუსტა მან.
აშშ-ში ვიზიტს გეგმავს მაკრონი. როგორც ჩანს, აპირებს ჯო ბაიდენი დაითანხმოს წესებით თამაშზე. მაგრამ ევროპა დასუსტებულია ენერგეტიკული კრიზისით, ინფლაციით, რეცესიით და პოპულიზმის გაძლიერებით - თეთრ სახლზე ზეწოლის რეალური ბერკეტები ევროკავშირს არ გააჩნია.
მალე ევროპის ლიდერის სტატუსს საბოლოოდ დაისაკუთრებს არა ბერლინი ან პარიზი, არამედ ვაშინგტონი.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე
ყველა ახალი ამბავი
0