უკრაინის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვა: აშშ-ისა და ნატოს საბოტაჟი იარაღით

  - Sputnik საქართველო, 1920, 01.12.2022
გამოწერა
პენტაგონისა და ნატოს დეკლარაციები უკრაინის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის პრიორიტეტულობაზე რეალობასთან იკვეთება - უკრაინის შეიარაღებული ძალები სისტემატურად იღებენ მოძველებულ იარაღს დასავლეთიდან ან საეჭვო ეფექტურობის საზენიტო-სარაკეტო კომპლექსების ცალკეულ ექსპერიმენტულ ნიმუშებს.
პენტაგონის მაღალჩინოსანმა 29 ნოემბერს განაცხადა, რომ უკრაინის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის გაძლიერება ამერიკელი და ევროპელი მოკავშირეებისთვის „აბსოლუტურ პრიორიტეტად“ რჩება - ეს განცხადება აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა. ვაშინგტონი იხილავს კიევისთვის საზენიტო-სარაკეტო კომპლექს Patriot-ის გაგზავნის შესაძლებლობას. და მაინც, საზენიტო-სარაკეტო კომპლექსების Avenger, Crotale, 275 საზენიტო იარაღისა და ტყვიამფრქვევის რეალიზებულ მიწოდებას აშშ-ის თავდაცვის სამინისტრო არ ადასტურებს.
ნატოს აღმოსავლეთი საჰაერო სივრცის დასაცავად გერმანიამ პოლონეთს შესთავაზა 100 კმ-მდე მანძილზე მოქმედი Patriot. ვარშავას ეშინია ესკალაციის, თუ გერმანულ საზენიტო-სარაკეტო კომპლექსებს პოლონეთის ტერიტორიიდან უკრაინის ცაში რუსული სამიზნეებისკენ გაუშვებენ. ამიტომ ბერლინს ურჩევს, Patriot-ები პირდაპირ კიევს მიაწოდოს. ამისთვის გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი მზად არ არის და უკრაინას 1973 წლის ნიმუშის მეტი „საზენიტო ტანკის“ Gepard-ის მიწოდებას ჰპირდება. ცნობილია, რომ საზენიტო თვითმავალი მოწყობილობა Gepard, 35 მმ-იანი ავტომატური ტყვიამფრქვევით Oerlikon, ბუნდესვერის შეიარაღებიდან 10 წლის წინ ამოიღეს.

შუბი და ფარი „უმცროსი ძმებისთვის“

აშშ-მა 24 თებერვლის შემდეგ უკრაინას 19 მლრდ დოლარზე მეტი თანხა გამოუყო. თუმცა ათნიშნა რიცხვები ცალკე აღებული გამარჯვების გარანტიას არ იძლევა. ჩრდილოეთ ამერიკასა და ევროპაში აცნობიერებენ, რამდენად სახიფათოა კიევის მხარდაჭერა. ბერლინი, ვარშავა, ვაშინგტონი და სხვა „მოკავშირეები“ ყველანაირად ცდილობენ არ გადასცენ უკრაინის შეიარაღებულ ძალებს ეფექტური დამრტყმელი შეიარაღება, რათა არ გამოიწვიონ რუსეთთან ნატოს პირდაპირი კონფლიქტი.
ნატოს საჰაერო სივრცის დასაცავად პოლონეთის საზღვარზე Patriot-ის განთავსების შესახებ ვარშავის მიერ გერმანიის წინადადების მიღების შემდეგ დღეს ხელისუფლების მაღალჩინოსნები, მათ შორის, პოლონეთის პრეზიდენტი ანჯეი დუდაც, აღარ არიან თანახმა, საფრთხის ქვეშ დააყენონ „ქვეყნის უსაფრთხოება მეზობლად მიმდინარე ომის გამო“. პოლონეთის მთავრობამ ფაქტობრივად უარყო გერმანიის წინადადება გერმანული Patriot-ების განთავსების თაობაზე. სწორადაც მოიქცა.
პოლონეთის მიერ გერმანული Patriot-ების უკრაინისკენ გადამისამართებას მეზობელი ქვეყნის შეიარაღებული ძალები მხარს უჭერს, ვარშავა კი მღელვარებით ელოდება აშშ-ის მოსაზრებას რუმინეთში 29-30 ნოემბერს ნატოს ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე. თუმცა გერმანია თავის საზენიტო კომპლექსებს ალიანსის ინტეგრირებული ჰაერსაწინააღმდეგო სისტემის ნაწილად მიიჩნევს.
ევროკომისიამ 15 ათასი უკრაინელი სამხედრო მოსამსახურის მოსამზადებლად შექმნა მისია 106,7 მლნ ევროს ბიუჯეტით. თუმცა უკრაინის შეიარაღებული ძალების დანაკარგთან შედარებით ეს დახმარება არაერთმნიშვნელოვნად გამოიყურება. ევროკომისიის მონაცემებით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ცხრა თვეში დაკარგა 100 ათასი ადამიანი.
ამერიკულმა ჟურნალმა Foreign Policy-მ აღნიშნა: „ვერცერთი სახელმწიფო ვერ აიტანდა თავის საზღვრებთან ძლიერი სამხედრო ალიანსის მიახლოებას“. უკრაინაში საბრძოლო მოქმედებები შეიძლება წლობით გაგრძელდეს და კიევის გამარჯვება ნაკლებსავარაუდოა. აშშ-ის საგარეო პოლიტიკურ „ისთაბლიშმენთს“ არ უყვარს შეცდომების აღიარება და მაინც თეთრი სახლის ადმინისტრაცია აცნობიერებს ბირთვული ესკალაციის რისკებს, არ აპირებს რუსეთთან ომში ჩაბმას, ანუ იმყოფება სტრატეგიულ ჩიხში.
ვაშინგტონსა და ბრიუსელს სულ უფრო უჭირთ, წარმოაჩინონ ომი უკრაინაში, როგორც „წარმატების ისტორია“. ევროკავშირს ეკონომიკური პრობლემები და უკრაინელი დევნილები უტევენ. ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა სამშაბათს განაცხადა, რომ კიევისთვის ალიანსის კარი ღიაა, „უკან არ დავიხევთ“, ოთხშაბათს კი უკრაინას ურჩია, ეფიქრა არა ალიანსის წევრობაზე, არამედ სახელმწიფოებრიობის შენარჩუნებაზე.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე
ყველა ახალი ამბავი
0