https://sputnik-georgia.com/20221201/ukrainashi-kidev-erti-qartveli-daigupa-272646060.html
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა
Sputnik საქართველო
უკრაინაში მიმდინარე საომარ მოქმედებებს უკვე 27 ქართველი მებრძოლის სიცოცხლე ემსხვერპლა. 01.12.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-12-01T23:17+0400
2022-12-01T23:17+0400
2022-12-01T23:17+0400
ახალი ამბები
საქართველო
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი
უკრაინა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24400/41/244004142_0:190:2966:1858_1920x0_80_0_0_a77651c37d83d2dce81fe4ef42a3237d.jpg
თბილისი, 1 დეკემბერი – Sputnik. უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი, ჯამბულათ ხოფერია დაიღუპა, იუწყება „პირველი არხი“.არსებული ინფორმაციით, ქართველი მებრძოლი რამდენიმე დღის წინ ქიმიური ნივთიერებით მოიწამლა და საავადმყოფოში გარდაიცვალა.ინფორმაცია ჯამბულათ ხოფერიას დაღუპვის შესახებ მისმა მამამ, არჩილ ხოფერიამ სოციალურ ქსელში გაავრცელა. დაღუპულის ოჯახი გურიიდან, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ გვიმბალაურიდანაა.უკრაინაში მიმდინარე საომარ მოქმედებებს უკვე 27 ქართველი მებრძოლის სიცოცხლე ემსხვერპლა.საქართველოს ხელისუფლებამ თავიდანვე განაცხადა, რომ მოხალისეების უკრაინაში გამგზავრებას ორგანიზებას ვერ გაუკეთებდა. ამასთან აღინიშნა, რომ სახელმწიფო ვერ აუკრძალავს ვერცერთ მოქალაქეს, ინდივიდუალურად თუ აქვს ვინმეს სურვილი, მიიღოს მონაწილეობა უკრაინაში მიმდინარე საომარ მოქმედებებში.24 თებერვალს რუსეთმა „სამხედრო სპეცოპერაცია“ წამოიწყო უკრაინის „დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციის მიზნით“. ამის საპასუხოდ დასავლეთის ქვეყნებმა მოსკოვის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი სანქციები გამოაცხადეს, რომელთა დაწესება ამ დრომდე მიმდინარეობს.
საქართველო
უკრაინა
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24400/41/244004142_118:0:2849:2048_1920x0_80_0_0_6b787b19b867aef8f1fc9dce77020870.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, უკრაინა
ახალი ამბები, საქართველო, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, უკრაინა
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა
უკრაინაში მიმდინარე საომარ მოქმედებებს უკვე 27 ქართველი მებრძოლის სიცოცხლე ემსხვერპლა.
თბილისი, 1 დეკემბერი – Sputnik. უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი, ჯამბულათ ხოფერია დაიღუპა, იუწყება „პირველი არხი“.
არსებული ინფორმაციით, ქართველი მებრძოლი რამდენიმე დღის წინ ქიმიური ნივთიერებით მოიწამლა და საავადმყოფოში გარდაიცვალა.
ინფორმაცია ჯამბულათ ხოფერიას დაღუპვის შესახებ მისმა მამამ, არჩილ ხოფერიამ სოციალურ ქსელში გაავრცელა. დაღუპულის ოჯახი გურიიდან, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ გვიმბალაურიდანაა.
უკრაინაში მიმდინარე საომარ მოქმედებებს უკვე 27 ქართველი მებრძოლის სიცოცხლე ემსხვერპლა.
საქართველოს ხელისუფლებამ თავიდანვე განაცხადა, რომ მოხალისეების უკრაინაში გამგზავრებას ორგანიზებას ვერ გაუკეთებდა. ამასთან აღინიშნა, რომ სახელმწიფო ვერ აუკრძალავს ვერცერთ მოქალაქეს, ინდივიდუალურად თუ აქვს ვინმეს სურვილი, მიიღოს მონაწილეობა უკრაინაში მიმდინარე საომარ მოქმედებებში.
24 თებერვალს რუსეთმა „სამხედრო სპეცოპერაცია“ წამოიწყო უკრაინის „დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციის მიზნით“. ამის საპასუხოდ დასავლეთის ქვეყნებმა მოსკოვის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი სანქციები გამოაცხადეს, რომელთა დაწესება ამ დრომდე მიმდინარეობს.