„შავი ლომი“ „რაგბი ევროპის“ სუპერთასის ნახევარფინალისთვის ემზადება

© courtesy of Black Lion"შავი ლომი"
შავი ლომი - Sputnik საქართველო, 1920, 01.12.2022
გამოწერა
„შავი ლომი" სუპერთასის ნახევარფინალში ერთხელ უკვე შეხვდა ესპანეთის კლუბს. მაშინ ქართველმა სპორტსმენებმა ესპანელები ანგარიშით 43:40 დაამარცხეს.
თბილისი, 1 დეკემბერი — Sputnik. ევროპის სუპერთასის პირველი გათამაშების გამარჯვებული ქართული კლუბი „შავი ლომი“ კვირას, 4 დეკემბერს „ავჭალის“ სტადიონზე „რაგბი ევროპის“ სუპერთასის ნახევარფინალში ესპანურ კლუბ „იბერიანს“ დაუპირისპირდება.
„შავი ლომის“ შემადგენლობაში იძულებითი ცვლილებები იქნება. ტრავმების გამო ესპანელების წინააღმდეგ ვერ ითამაშებენ გრიგოლ ქერდიყოშვილი, თემო ჭიჭინაძე, თორნიკე აქუბარდია და გიორგი კერვალიშვილი. ასევე უცნობია, ითამაშებს თუ არა ლუკა ივანიშვილი. მეორე მხრივ, გუნდში შევსებაა – ნიკა ხატიაშვილი, თენგიზ ზამთარაძე და სოსო მათიაშვილი მინდორზე გასასვლელად ემზადებიან.
„სამწუხაროდ, ტრავმების გამო რამდენიმე მოთამაშე ნახევარფინალურ და ფინალურ შეხვედრას გამოტოვებს. სანაკრებო დონის თამაშებიდან სუპერთასზე გადართვას გარკვეული ფსიქოლოგიური პრობლემები ახლავს ხოლმე. იმედი მაქვს, 4 დეკემბრისთვის სრულიად მზად ვიქნებით“, – განაცხადა „შავი ლომის“ და საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა.
სუპერთასის გასული გათამაშების ნახევარფინალში „შავი ლომი" ესპანეთის კლუბს ერთხელ უკვე შეხვდა. მაშინ ქართველმა სპორტსმენებმა ესპანელები ანგარიშით 43:40 დაამარცხეს.
ამავე დღეს მეორე ფინალისტი ლისაბონში გაირკვევა, სადაც თბილისის დროით 19:00 საათზე ადგილობრივი „ლუზიტანუში" ისრაელის „ჰითსს" უმასპინძლებს.
ნახევარფინალური ეტაპი ერთი მატჩისგან შედგება, სუპერთასის მფლობელის ვინაობა კი ფინალში 17 ან 18 დეკემბერს გამოვლინდება.
ყველა ახალი ამბავი
0