საახალწლო ილუმინაციების მონტაჟის გამო თბილისში მოძრაობა შეიზღუდება

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliთბილისი
თბილისი  - Sputnik საქართველო, 1920, 01.12.2022
გამოწერა
დედაქალაქის მთავარი ნაძვისხე და საახალწლო ილუმინაციები, სავარაუდოდ, 9 დეკემბერს აინთება.
თბილისი, 1 დეკემბერი – Sputnik. თბილისის რამდენიმე ქუჩაზე საახალწლო განათების მონტაჟის გამო ტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალება, ნათქვამია თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
კერძოდ, დღეს, 24:00 საათიდან 07:00 საათამდე გადაიკეტება რუსთაველის გამზირი პირველი რესპუბლიკის მოედნიდან თავისუფლების მოედნამდე.
დროის აღნიშნულ პერიოდში სატრანსპორტო საშუალებებისთვის გადაადგილება შესაძლებელი იქნება ლეონიძის, ინგოროყვას, ალექსანდრე ჭავჭავაძის, გრიბოედოვის, ბარათაშვილისა და თაბუკაშვილის ქუჩების გამოყენებით.
მელიქიშვილის გამზირიდან მთაწმინდის რაიონის დანარჩენი ქუჩების მიმართულებით მოძრაობა დასაშვები იქნება ჯანაშიას, თარხნიშვილის, ტატიშვილის, ჭოველიძის, ზანდუკელის ქუჩების გავლით და შემდეგ ბარნოვის, გოგებაშვილისა და კაკაბაძეების ქუჩების გამოყენებით.
როდის აინთება დედაქალაქის მთავარი ნაძვისხე?>>>
მთაწმინდის რაიონის სხვა ქუჩებიდან კი მელიქიშვილის გამზირსა და მეტროს სადგურ „რუსთაველზე“ მოხვედრა შესაძლებელი იქნება გრიბოედოვის, მაყაშვილის, ბარნოვისა და შანიძის ქუჩების გავლით.
მერიის ინფორმაციით, თავისუფლების მოედანზე გადაადგილება შეზღუდული იქნება მხოლოდ რუსთაველის გამზირის მიმართულებით.
დედაქალაქის მთავარი ნაძვისხე და საახალწლო ილუმინაციები, სავარაუდოდ, 9 დეკემბერს აინთება. თბილისის საახალწლო სლოგანი წელს არის „მშვიდობის ქალაქი".
თბილისის მერია საახალწლო ღონისძიებებთან დაკავშირებით სრულ ინფორმაციას საზოგადოებას მოგვიანებით მიაწვდის.
ყველა ახალი ამბავი
0