საქართველოში ქორწინების დონე ბავშვებში 14 პროცენტს აღწევს

© photo: Sputnik / Stringer„ვეფხისტყაოსანი" ქორწინების რეგისტრაციის მაგიდაზე
„ვეფხისტყაოსანი ქორწინების რეგისტრაციის მაგიდაზე - Sputnik საქართველო, 1920, 01.12.2022
გამოწერა
ბავშვთა ქორწინება – ესაა ოფიციალური ქორწინება ან არაოფიციალური კავშირი 18 წელს მიუღწეველ პირთან.
თბილისი, 1 დეკემბერი – Sputnik. ბავშვთა ქორწინების დონე საქართველოში 14%-ს აღწევს – ასეთია კვლევის შედეგები, რომელიც გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) ქართულმა ოფისმა წარმოადგინა.
ბავშვთა ქორწინება არის ოფიციალურად გაფორმებული ქორწინება, ან არაოფიციალური კავშირი პირთან, რომელსაც 18 წელი არ შესრულებია.
UNFPA-ს ქართული ოფისის ხელმძღვანელის ლელა ბაქრაძის თქმით, იმ პირობებში, როდესაც ადრეული ქორწინების საშუალო მაჩვენებელი 14%-ს აღწევს, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პრობლემის გადაწყვეტისადმი კომპლექსური მიდგომა და ეფექტური თანამშრომლობა შესაბამის უწყებებს შორის.

„გაეროს მოსახლეობის ფონდი განაგრძობს სახელმწიფოს უწყვეტ მხარდაჭერას, რათა შევძლოთ ამ საზიანო პრაქტიკის მაქსიმალური პრევენცია და დაცული იყოს თითოეული მოზარდის უფლება – მიიღოს განათლება და შეძლოს საკუთარი პოტენციალის სრულად რეალიზება“, – განაცხადა ბაქრაძემ.

როგორც აღინიშნა, მკვლევარებმა თავიანთ ნაშრომში გააანალიზეს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული 74 შემთხვევა, რომლებიც 2020–2021 წლებში მოხდა. ამასთან, წინა წლებთან შედარებით, საქართველოს შსს არ აწარმოებს ადრეულ ასაკში ქორწინებასთან დაკავშირებული დანაშაულების დეტალურ სტატისტიკას.
საქართველოს სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში აკრძალულია 18 წლამდე პირთან ქორწინება, რაც დადებითად აისახება მსგავსი შემთხვევების რაოდენობის შემცირებაზე, მაინც ხშირია არარეგისტრირებული ქორწინების შემთხვევები არასრულწლოვნებთან.
ლომჯარია მიიჩნევს, რომ მსგავსი ფაქტების თავიდან ასაცილებლად საჭიროა კომპლექსური ღონისძიებების ჩატარება, რაც მოიცავს საგანმანათლებლო, სოციალური და ეკონომიკური გაძლიერებისკენ მიმართულ ზომებს, ახალგაზრდების შესაძლებლობების გაზრდას, სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის დაცვის გაუმჯობესებას.
კვლევის შედეგად შემუშავდა საქართველოს პარლამენტისთვის წარსადგენი წინადადებები, რაც ხელს შეუწყობს ეროვნული კანონმდებლობის ჰარმონიზაციას საერთაშორისო სტანდარტებთან, აღნიშნავენ კვლევის ავტორები.
გარდა ამისა, კვლევამ აჩვენა, რომ ჯერ კიდევ პრობლემურია ეფექტური და გამართული კოორდინაცია საგანმანათლებლო და სამედიცინო დაწესებულებებს, სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს შორის.
პირველი საუნივერსიტეტო კლინიკა - Sputnik საქართველო, 1920, 24.11.2022
საქართველოში 12 წლის გოგონა დედა გახდა
ამასთან, არასრულწლოვნების დანიშვნის შემთხვევებში უწყებები ვერ ადგენენ ქორწინების შესაძლო იძულების ფაქტებს. კვლევამ აჩვენა, რომ ძალიან დაბალია საქმეებში ფსიქოლოგის, მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორისა და ადვოკატის ჩართულობის მაჩვენებელი.
საქმეთა უმეტესობაში გაფორმდა საპროცესო შეთანხმება. კერძოდ, 39 საქმიდან 29 საქმეზე (74%) დაიდო საპროცესო შეთანხმება; საპროცესო შეთანხმების გაფორმების პრაქტიკა განსაკუთრებით მაღალია სრულწლოვანის მიერ 16 წლის ასაკს მიუღწეველთან სქესობრივი კავშირის დამყარებისა და თავისუფლების უკანონო აღკვეთის დანაშაულებზე, აღნიშნულია განცხადებაში.
კვლევა „ადრეული/ბავშვთა ქორწინების საზიანო პრაქტიკა საქართველოში - არსებული გამოწვევები და გადაჭრის გზები“ მოამზადა „დემოკრატიისა და მმართველობის ცენტრმა“, გაეროს ერთობლივი პროგრამის „გენდერული თანასწორობისათვის“ ფარგლებში, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატთან თანამშრომლობით და შვედეთის ფინანსური მხარდაჭერით.
საქართველოს მოქალაქეების ქორწინების სტატისტიკის ნახვა ასაკობრივი კატეგორიების მიხედვით და სხვადასხვა წლებში შესაძლებელია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ მასალებში.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
ყველა ახალი ამბავი
0