მოსახლეობისთვის ტყეში შეშის მოპოვება არ შეიზღუდება 2026 წლამდე

© photo: Sputnik / Stringerშეშა
შეშა - Sputnik საქართველო, 1920, 01.12.2022
გამოწერა
საკანონმდებლო ორგანომ „ტყის კოდექსში“ შესატანი ცვლილებების პროექტი მესამე მოსმენით 82 ხმით მიიღო.
თბილისი, 1 დეკემბერი – Sputnik. საქართველოში მოსახლეობისთვის ტყეში შეშის მოპოვება 2026 წლის 1 იანვრამდე არ შეიზღუდება, შესაბამისი გადაწყვეტილება პარლამენტმა მიიღო.
საკანონმდებლო ორგანომ „ტყის კოდექსში“ შესატანი ცვლილებების პროექტი მესამე მოსმენით 82 ხმით დაამტკიცა.
© photo: Sputnik / Alexey Malgavko / გადასვლა მედიაბანკშიმამაკაცი შეშას იმარაგებს
Мужчина набирает дрова из поленницы - Sputnik საქართველო, 1920, 01.12.2022
მამაკაცი შეშას იმარაგებს
კანონის აქამდე მოქმედი ვერსიით, მოქალაქეებს ინდივიდუალური საჭიროებებისთვის ტყეში საშეშე მერქნის მოპოვება სპეციალური თანხმობის საფუძველზე 2023 წლის 1 იანვრამდე შეეძლოთ.
როგორც პლენარულ სხდომაზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ნინო თანდილაშვილმა განმარტა, ცვლილებები მიზნად ისახავს სოციალური ჭრის სისტემის გაუქმების გადავადებას 2026 წლის 1 იანვრამდე.

„ცვლილებების მთავარი მიზანია – ჩვენს მოსახლეობას არ შეეზღუდოს წვდომა საშეშე მერქნულ რესურსზე და კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით მიიღონ მათთვის საჭირო საშეშე მერქანი, რომელსაც ისინი ძირითადად სათბობი მიზნებისთვის გამოიყენებენ“, – განაცხადა ნინო თანდილაშვილმა.

იცვლება საშეშე მერქნის მოპოვებისათვის ხეტყის დამზადების ბილეთის გაცემის ვადა და კანონით განისაზღვრება, რომ ფიზიკური პირის ინდივიდუალური სოციალური ინტერესების გათვალისწინებით, საშეშე მერქნის მოპოვების უფლებით ხეტყის დამზადების ბილეთის გაცემა, 2023 წლის 1 იანვრის ნაცვლად, დასაშვები იქნება 2026 წლის 1 იანვრამდე.
აღნიშნული ნორმის ამოქმედების გადავადების მიზეზად მთავრობამ დაასახელა სატყეო მეურნეობებში საჭირო მატერიალური ბაზისა და ადამიანური რესურსების არარსებობა.
კანონპროექტის ავტორების თქმით, ტყის მართვის ახალ სისტემაზე გადასვლა დაკავშირებულია ფინანსური რესურსების მობილიზებასთან და ადამიანების მომზადებასთან, ეს პროცესი კი კორონავირუსის პანდემიამ გაართულა, რის გამოც ტყის მართვის ორგანოების ბიუჯეტის გაზრდა ვერ მოხერხდა.
ყველა ახალი ამბავი
0