მამუკელაშვილმა კარიერაში საუკეთესო მატჩი ჩაატარა

© courtesy of Sandro Mamukelashviliსანდრო მამუკელაშვილი
სანდრო მამუკელაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 01.12.2022
გამოწერა
მამუკელაშვილი „გრანდ-რეპიდს გოლდის“ წინააღმდეგ მატჩში სასტარტო შემადგენლობაში გავიდა და მოედანზე 36 წუთი გაატარა.
თბილისი, 1 დეკემბერი – Sputnik. NBA-ს ქართველმა ფორვარდმა სანდრო მამუკელაშვილმა „ვისკონსინ ჰერდის“ (Wisconsin Heard) შემადგენლობაში, რომელიც „მილუოკი ბაქსის“ სარეზერვო გუნდია და NBA G League-ში – განვითარების ლიგაში გამოდის, თავის კარიერაში საუკეთესო მატჩი ჩაატარა.
მამუკელაშვილი „გრანდ-რეპიდს გოლდის“ წინააღმდეგ მატჩში სასტარტო შემადგენლობაში გავიდა და მოედანზე 36 წუთი გაატარა. მან შეხვედრაში მოაგროვა 32 ქულა, ორი მოხსნა, ორი შედეგიანი გადაცემა და ორი ბლოკ-შოტი.
მან 14 ორქულიანი სროლიდან 11 ჩააგდო, ოთხი სამქულიანიდან ორი და ორი საჯარიმო ტყორცნიდან ორივე ზუსტად შეასრულა.
მამუკელაშვილი „ვისკონსინის“ შემადგენლობაში ყველაზე შედეგიანი მოთამაშე გახდა>>
მატჩი დამთავრდა ანგარიშით 112:106 „ვისკონსინის“ სასარგებლოდ. „ვისკონსინ ჰერდს" ექვსი გამარჯვებითა და ექვსი წაგებით ცენტრალურ დივიზიონში მეხუთე ადგილი უკავია. შემდეგ შეხვედრას გუნდი 5 დეკემბერს Sioux Falls Skyforce-ის წინააღმდეგ გამართავს.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
ყველა ახალი ამბავი
0