https://sputnik-georgia.com/20221201/gardaicvala-msaxiobi-nugzar-saria-272646485.html
გარდაიცვალა მსახიობი ნუგზარ შარია
გარდაიცვალა მსახიობი ნუგზარ შარია
Sputnik საქართველო
ორი წლის წინ, 2020 წლის თებერვალში ამერიკაში მოღვაწე რეჟისორი ნუგზარ შარია „ოსკარების“ ჟიურის შეკრებაზე ჟიურის თავჯდომარედ აირჩიეს. 01.12.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-12-01T23:25+0400
2022-12-01T23:25+0400
2022-12-01T23:25+0400
ახალი ამბები
საქართველო
კულტურა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23030/15/230301573_16:0:985:545_1920x0_80_0_0_91273307abea84fa56ec1a0fa97b2d59.jpg
თბილისი, 1 დეკემბერი – Sputnik. 81 წლის ასაკში გარდაიცვალა თეატრისა და კინოს მსახიობი, საქართველოს დამსახურებული არტისტი ნუგზარ შარია. ინფორმაციას შემოქმედებითი კავშირი „საქართველოს თეატრალური საზოგადოება“ ავრცელებს.ნუგზარ შარია 1970 წელს ტურისტულ მოგზაურობაში გაემგზავრა კუბაზე, მაროკოსა და საფრანგეთში. პარიზში მან პოლიტიკური თავშესაფარი ითხოვა. მისი თხოვნა დააკმაყოფილეს და მუშაობა დაიწყო რადიო „თავისუფალი ევროპისა“ და „თავისუფლების“ პარიზის განყოფილებაში. 1971 წელს გადასახლდა ნიუ-იორკში, სადაც მუშაობა განაგრძო აღნიშნულ რადიოებში, ასევე „ამერიკის ხმაში“ და იმავდროულად ნიუ-იორკისა და კოლუმბიის უნივერსიტეტებში კითხულობდა ლექციებს კინორეჟისურაზე.„გილოცავ მამაჩემო...“ – ნუგზარ შარია „ოსკარის“ ჟიურის თავმჯდომარედ აირჩიეს >>ნუგზარ შარია რამდენიმე წელი გერმანიაშიც, ქალაქ მიუნხენში ცხოვრობდა, სადაც იმავე რადიოებში აგრძელებდა მუშაობას. საქართველოსა და გერმანიის სახალხო არტისტი, ორგანიზაცია ''კავკასიის ხალხების გაერთიანების'' საპატიო პრეზიდენტი პარალელურად ფილმებშიც მონაწილეობდა და წერდა სცენარებს. „ხევისბერი გოჩა“, „პალიასტომი“, „აბესალომ და ეთერი“, „ენგურის ნაპირებზე“ – ფილმებში, რომლებშიც მან ითამაშა, თავისი ნიშანი დატოვა. ყველა მისი გმირი პრინციპული ხასიათით გამოირჩევა.ორი წლის წინ, 2020 წლის თებერვალში ამერიკაში მოღვაწე რეჟისორი ნუგზარ შარია „ოსკარების“ ჟიურის შეკრებაზე ჟიურის თავჯდომარედ აირჩიეს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23030/15/230301573_137:0:864:545_1920x0_80_0_0_9f8de2a4dead5b780ee83d2c260f3e32.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, კულტურა საქართველოში
ახალი ამბები, საქართველო, კულტურა საქართველოში
გარდაიცვალა მსახიობი ნუგზარ შარია
ორი წლის წინ, 2020 წლის თებერვალში ამერიკაში მოღვაწე რეჟისორი ნუგზარ შარია „ოსკარების“ ჟიურის შეკრებაზე ჟიურის თავჯდომარედ აირჩიეს.
თბილისი, 1 დეკემბერი – Sputnik. 81 წლის ასაკში გარდაიცვალა თეატრისა და კინოს მსახიობი, საქართველოს დამსახურებული არტისტი ნუგზარ შარია. ინფორმაციას შემოქმედებითი კავშირი „საქართველოს თეატრალური საზოგადოება“ ავრცელებს.
ნუგზარ შარია 1970 წელს ტურისტულ მოგზაურობაში გაემგზავრა კუბაზე, მაროკოსა და საფრანგეთში. პარიზში მან პოლიტიკური თავშესაფარი ითხოვა. მისი თხოვნა დააკმაყოფილეს და მუშაობა დაიწყო რადიო „თავისუფალი ევროპისა“ და „თავისუფლების“ პარიზის განყოფილებაში. 1971 წელს გადასახლდა ნიუ-იორკში, სადაც მუშაობა განაგრძო აღნიშნულ რადიოებში, ასევე „ამერიკის ხმაში“ და იმავდროულად ნიუ-იორკისა და კოლუმბიის უნივერსიტეტებში კითხულობდა ლექციებს კინორეჟისურაზე.
ნუგზარ შარია რამდენიმე წელი გერმანიაშიც, ქალაქ მიუნხენში ცხოვრობდა, სადაც იმავე რადიოებში აგრძელებდა მუშაობას. საქართველოსა და გერმანიის სახალხო არტისტი, ორგანიზაცია ''კავკასიის ხალხების გაერთიანების'' საპატიო პრეზიდენტი პარალელურად ფილმებშიც მონაწილეობდა და წერდა სცენარებს. „ხევისბერი გოჩა“, „პალიასტომი“, „აბესალომ და ეთერი“, „ენგურის ნაპირებზე“ – ფილმებში, რომლებშიც მან ითამაშა, თავისი ნიშანი დატოვა. ყველა მისი გმირი პრინციპული ხასიათით გამოირჩევა.
ორი წლის წინ, 2020 წლის თებერვალში ამერიკაში მოღვაწე რეჟისორი ნუგზარ შარია „ოსკარების“ ჟიურის შეკრებაზე ჟიურის თავჯდომარედ აირჩიეს.