მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

მსოფლიოს ყველაზე გავლენიანი ქალები 2022 წელს: Financial Times-ის ვერსია

© AFP 2024 / JEREMY SELWYN მეგან მარკლი
 მეგან მარკლი - Sputnik საქართველო, 1920, 01.12.2022
გამოწერა
თბილისი, 1 დეკემბერი − Sputnik. გაზეთმა „ფაინენშლ ტაიმსმა“ 2022 წლის ყველაზე გავლენიანი ქალების სია შეადგინა.
როგორც გაზეთის რედაქტორი რულა ხალაფი წერს, სია, რომელშიც 25 ქალბატონია შესული, FT-ის ათობით საერთაშორისო ბიუროს ჟურნალისტებთან თანამშრომლობითაა შედგენილი.
2022 წლის მსოფლიოს ყველაზე გავლენიანი ქალბატონების ჩამონათვალში ერთ-ერთი ფინეთის სკანდალურად ცნობილი პრემიერ-მინისტრი სანა მარინია. სიაში მისი გვარის გასწვრივ აღნიშნულია, რომ ეს „უშიშარი ლიდერია“. ვიდეოკადრებმა, სადაც სხვა ცნობილ ფინელ პოლიტიკოსებთან ერთად მოცეკვავე პრემიერია აღბეჭდილი, თითქმის მთელი მსოფლიო მოიარა. ფინეთის ოპოზიციამ მაშინ მისგან ნარკოტესტის გავლაც კი მოითხოვა.
მის გარდა FT-ის სიაში ასევე შევიდნენ:
ირანელი ქალები − „თავისუფლებისთვის მებრძოლები“,
ბილი აილიში − მუსიკოსი − „თაობის ხმა“,
მეგან მარკლი − პოდკასტერი − „ხმა ქარიშხლის შუაგულში“,
კეტანჯი ბრაუნ ჯეკსონი − აშშ-ის უზენაესი სასამართლოს მოსამართლე − „იურისტი ადამიანური ინტუიციით“,
ფრაჩესკა ბელეტინი − „სენ-ლორანის“ გენერალური დირექტორი − „მოდის მტკიცე ხელი“,
ალექსანდრა მატვეიჩუკი − იურისტი,
ჯეინ ფრეიზერი − „სიტირუპის“ გენერალური დირექტორი,
კარენ ლინჩი − CVS Health-ის გენერალური დირექტორი,
ფრანსია ელენა მარკეს მინა − კოლუმბიის ვიცე-პრეზიდენტი,
მია მოტლი − ბარბადოსის პრემიერ-მინისტრი,
შერი რეჰმანი − პაკისტანის კლიმატის მინისტრი,
სერენა უილიამსი − ჩოგბურთელი,
რინა ჰონოი − ყოფილი სამხედრო მოსამსახურე და სხვები.
წყარო: Financial Times
ყველა ახალი ამბავი
0