https://sputnik-georgia.com/20221130/tbilisshi-qartuli-kinos-retrospeqtiva-iwyeba-272598697.html
თბილისში 1920-იანი წლების ქართული კინოსადმი მიძღვნილი რეტროსპექტივა იწყება
თბილისში 1920-იანი წლების ქართული კინოსადმი მიძღვნილი რეტროსპექტივა იწყება
Sputnik საქართველო
კინომემკვიდრეობაზე ზრუნვა ეროვნული კინოცენტრის ერთ-ერთი პრიორიტეტია. 30.11.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-11-30T16:52+0400
2022-11-30T16:52+0400
2022-11-30T21:02+0400
საქართველო
კულტურა საქართველოში
ქართული კინო
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23375/06/233750698_0:0:1500:844_1920x0_80_0_0_7530cf9ee27ffd5737cfee6633d722ce.jpg
თბილისი, 30 ნოემბერი — Sputnik. თბილისში XX საუკუნის 20-30-იანი წლების ქართული ფილმების რეტროსპექტივა 2-25 დეკემბერს გაიმართება, იუწყება საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი.პროგრამა 2 დეკემბერს, 19:00 საათზე ეროვნული არქივის კინოდარბაზში გაიხსნება ალექსანდრე წუწუნავას 1925 წელს შექმნილი ფილმით „ვინ არის დამნაშავე" და დაიხურება 25 დეკემბერს, 17:00 საათზე ამავე რეჟისორის ფილმით „ჯანყი გურიაში" (1928).აღსანიშნავია, რომ კომპოზიტორმა ვაჟა მარიმ სპეციალურად ამ ფილმისთვის შექმნა ელექტრონული მუსიკა, რომელიც კინოჩვენებისას ცოცხლად შესრულდება.რეტროსპექტივის ფარგლებში სულ ნაჩვენები იქნება 19 ფილმი. ფილმების ნაწილის აღდგენა ახლახან დასრულდა და მათ მაყურებელი დიდ ეკრანზე ამ სახით პირველად იხილავს.ყველა ფილმის აღდგენა ეროვნული არქივისა და კინოცენტრის თანამშრომლობით განხორციელდა. კინოსეანსებზე დასწრება უფასოა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23375/06/233750698_108:0:1440:999_1920x0_80_0_0_1208a3d975f5e6c61a471199294959ac.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, კულტურა საქართველოში, ქართული კინო, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, კულტურა საქართველოში, ქართული კინო, საზოგადოება, ახალი ამბები
თბილისში 1920-იანი წლების ქართული კინოსადმი მიძღვნილი რეტროსპექტივა იწყება
16:52 30.11.2022 (განახლებულია: 21:02 30.11.2022) კინომემკვიდრეობაზე ზრუნვა ეროვნული კინოცენტრის ერთ-ერთი პრიორიტეტია.
თბილისი, 30 ნოემბერი — Sputnik. თბილისში XX საუკუნის 20-30-იანი წლების ქართული ფილმების რეტროსპექტივა 2-25 დეკემბერს გაიმართება, იუწყება საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი.
პროგრამა 2 დეკემბერს, 19:00 საათზე ეროვნული არქივის კინოდარბაზში გაიხსნება ალექსანდრე წუწუნავას 1925 წელს შექმნილი ფილმით „ვინ არის დამნაშავე" და დაიხურება 25 დეკემბერს, 17:00 საათზე ამავე რეჟისორის ფილმით „ჯანყი გურიაში" (1928).
აღსანიშნავია, რომ კომპოზიტორმა ვაჟა მარიმ სპეციალურად ამ ფილმისთვის შექმნა ელექტრონული მუსიკა, რომელიც კინოჩვენებისას ცოცხლად შესრულდება.
რეტროსპექტივის ფარგლებში სულ ნაჩვენები იქნება 19 ფილმი. ფილმების ნაწილის აღდგენა ახლახან დასრულდა და მათ მაყურებელი დიდ ეკრანზე ამ სახით პირველად იხილავს.
ყველა ფილმის აღდგენა ეროვნული არქივისა და კინოცენტრის თანამშრომლობით განხორციელდა. კინოსეანსებზე დასწრება უფასოა.