https://sputnik-georgia.com/20221130/sisxliani-garcheva-braldebuls-17-wlit-patimroba-sheeparda-272600249.html
სისხლიანი გარჩევა თბილისში - ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა შეეფარდა
სისხლიანი გარჩევა თბილისში - ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა შეეფარდა
Sputnik საქართველო
ტრაგედია „დირსის“ საცხოვრებელი კომპლექსის ტერიტორიაზე მიმდინარე წლის 27 აპრილს მოხდა. 30.11.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-11-30T17:56+0400
2022-11-30T17:56+0400
2022-11-30T21:39+0400
საქართველო
კრიმინალი საქართველოში
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0c/04/250247199_0:161:3067:1886_1920x0_80_0_0_37dbd29831aac14c4fe3378204cf1fb2.jpg
თბილისი, 30 ნოემბერი — Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ „დირსის“ საცხოვრებელი კომპლექსის ტერიტორიაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე ბრალდებულ გრიგოლ დოჩიას 17 წლით პატიმრობა შეუფარდა.დოჩია დამნაშავედ ცნეს ერთი ოჯახის ოთხი წევრის, მათ შორის, არასრულწლოვნის დაჭრაში. შემთხვევის დროს მიყენებული დაზიანებების შედეგად ერთ-ერთი დაშავებული გარდაიცვალა.გავრცელებული ინფორმაციით, დოჩიას ადვოკატი პირველი ინსტანციის განაჩენის სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრებას გეგმავს.ისანში მკვლელობა მოხდა, არიან დაჭრილებიც>>>ტრაგედია ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე, „დირსის“ საცხოვრებელი კომპლექსის ტერიტორიაზე მიმდინარე წლის 27 აპრილს მოხდა. ჩხუბის დროს დოჩიამ დანით ოთხი პირი დაჭრა. მიღებული დაზიანებების შედეგად ერთი პირი გარდაიცვალა, ხოლო სამი დაზარალებული სასწრაფო დახმარების ბრიგადებმა სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.პოლიციამ ბრალდებული, 38 წლის მამაკაცი 28 აპრილს დააკავა.გამოძიება სსკ-ის 19/109-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ და მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით (წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის და ორი ან მეტი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობა) და 150-ე მუხლის პირველი ნაწილით (იძულება) მიმდინარეობდა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0c/04/250247199_169:0:2898:2047_1920x0_80_0_0_15068efa2546076e8b0da9fcd609a5b9.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, კრიმინალი საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, კრიმინალი საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები
სისხლიანი გარჩევა თბილისში - ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა შეეფარდა
17:56 30.11.2022 (განახლებულია: 21:39 30.11.2022) ტრაგედია „დირსის“ საცხოვრებელი კომპლექსის ტერიტორიაზე მიმდინარე წლის 27 აპრილს მოხდა.
თბილისი, 30 ნოემბერი — Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ „დირსის“ საცხოვრებელი კომპლექსის ტერიტორიაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე ბრალდებულ გრიგოლ დოჩიას 17 წლით პატიმრობა შეუფარდა.
დოჩია დამნაშავედ ცნეს ერთი ოჯახის ოთხი წევრის, მათ შორის, არასრულწლოვნის დაჭრაში. შემთხვევის დროს მიყენებული დაზიანებების შედეგად ერთ-ერთი დაშავებული გარდაიცვალა.
გავრცელებული ინფორმაციით, დოჩიას ადვოკატი პირველი ინსტანციის განაჩენის სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრებას გეგმავს.
ტრაგედია ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე, „დირსის“ საცხოვრებელი კომპლექსის ტერიტორიაზე მიმდინარე წლის 27 აპრილს მოხდა. ჩხუბის დროს დოჩიამ დანით ოთხი პირი დაჭრა. მიღებული დაზიანებების შედეგად ერთი პირი გარდაიცვალა, ხოლო სამი დაზარალებული სასწრაფო დახმარების ბრიგადებმა სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.
პოლიციამ ბრალდებული, 38 წლის მამაკაცი 28 აპრილს დააკავა.
გამოძიება სსკ-ის 19/109-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ და მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით (წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის და ორი ან მეტი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობა) და 150-ე მუხლის პირველი ნაწილით (იძულება) მიმდინარეობდა.