მაუნა-ლოა: მსოფლიოს უდიდესი აქტიური ვულკანი 38 წლის შემდეგ პირველად ამოიფრქვა - ვიდეო

გამოწერა
ჰავაიზე მსოფლიოში ყველაზე დიდმა მოქმედმა ვულკანმა გაიღვიძა. მაუნა-ლოას ამოფრქვევა 28 ნოემბერს დაიწყო.
ამ დროისათვის ლავის ენები ადგილობრივი მკვიდრების სიცოცხლეს საფრთხეს არ უქმნის. თუმცა სეისმოლოგები ვარაუდობენ, რომ ამოფრქვევა უფრო გაძლიერდება, ხოლო წითელმა ჯვარმა საევაკუაციო პუნქტების მომზადება დაიწყო კუნძულის რამდენიმე წერტილში.
მაუნა-ლოა — აქტიური ვულკანი ჰავაის შტატში. ვულკანის სიმაღლე ზღვის დონიდან 4169 მეტრია (ჰავაის კუნძულებზე სიმაღლის მიხედვით მეორეა მაუნა-კეას შემდეგ). მოცულობის მიხედვით დედამიწაზე უდიდესი ვულკანია (75 000 კმ³). უკანასკნელი ამოფრქვევა მოხდა 1984 წელს, ხოლო ბოლო ძლიერი ამოფრქვევა – 1950 წელს.
ყველა ახალი ამბავი
0