რუსეთის საგარეო უწყებამ აშშ-ს დიალოგის პირობები წაუყენა

© Ministry of Foreign Affairs of Russia
  - Sputnik საქართველო, 1920, 30.11.2022
გამოწერა
თბილისი, 30 ნოემბერი – Sputnik. შეერთებულ შტატებთან რეალური დიალოგი სტრატეგიული უსაფრთხოების საკითხებზე შესაძლებელია მხოლოდ ვაშინგტონში ადეკვატური პარტნიორის არსებობისა და ასევე იმ შემთხვევაში, თუ აშშ არ გადაკვეთს „წითელ ხაზებს“ უსაფრთხოების სფეროში, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს იარაღის გაუვრცელებლობისა და კონტროლის საკითხთა დეპარტამენტის დირექტორმა ვლადიმირ ერმაკოვმა.

„პრინციპში, ჩვენ არასდროს გვითქვამს უარი დიალოგზე. ამასთან, რეალური დიალოგი მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ მეორე მხარეს იქნება ადეკვატური პარტნიორი. ამისთვის აუცილებელია, შეერთებული შტატები მომწიფდეს სერიოზული საუბრისთვის ჭეშმარიტად თანაბარ პრინციპებზე, მზად იყოს, პატივი სცეს ჩვენს ინტერესებს და არ გადაკვეთოს ჩვენი „წითელი ხაზები" უსაფრთხოების სფეროში", – განაცხადა ერმაკოვმა.

მანამდე რუსეთში აშშ-ის საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა ელიზაბეტ რუდმა განუცხადა „რია ნოვოსტის“, რომ ვაშინგტონი ერთგულია შეიარაღებაზე კონტროლის შეთანხმებისადმი და მოსკოვთან სტრატეგიულ უსაფრთხოებაზე დიალოგის აღდგენას ელოდება, რომელიც უკრაინაში მიმდინარე მოვლენების გამო შეწყდა.
ყველა ახალი ამბავი
0