https://sputnik-georgia.com/20221130/beqa-maqacaria-272595826.html
პოლონეთში მცხოვრები ქართველი შოუმენი და ღვინის ჭიქებზე შესრულებული მელოდიები
პოლონეთში მცხოვრები ქართველი შოუმენი და ღვინის ჭიქებზე შესრულებული მელოდიები
Sputnik საქართველო
2012 წლიდან საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტში ჩაბარების შემდეგ თეატრალურ დასში მოხვდა. სწორედ მაშინ გაუჩნდა იდეა, რომ შეექმნა სივრცე, სადაც ყველა ხელოვანი... 30.11.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-11-30T15:55+0400
2022-11-30T15:55+0400
2022-11-30T20:51+0400
ინტერვიუ
ქართველები უცხოეთში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/11/262145890_0:7:2048:1159_1920x0_80_0_0_1d652eff78846d2202ea3167790db45d.jpg
ასეთად იქცა სტუდენტური გაერთიანება Seu Art Project. მოგვიანებით პროდიუსერი და შოუმენი ბექა მაქაცარია სატელევიზიო სფეროში გამოჩნდა. ტელეკომპანია „რუსთავი2“-ის სტუდია „ნოვა პროდაქშენში“ მუშაობდა ცნობილ პროექტებზე „ნიჭიერი“ და „X ფაქტორი“. ქართველმა მაყურებელმა ის გაიცნო ორიგინალური ნომრით, რომლითაც ერთ მუსიკალურ პროექტში გაიმარჯვა.ამის შემდეგ ჩავიდა თურქეთში და ადგილობრივებს თავი გააცნო შოუთი, რომლის რეჟისორიც თავად იყო. საქართველოში მისი ბოლო პროექტი იყო „მეხელოვნება“, რომლის ფარგლებშიც ასმა ქართველმა ხელოვანმა გამოფინა საკუთარი ნამუშევარი: ნახატები, ფოტოები, სკულპტურები, ვიდეოები და ხელნაკეთი ნივთები. მასზე ჯამში 5.000 ნამუშევარი იყო წარმოდგენილი. დღეს შემოქმედებით ცხოვრებას ვარშავაში აგრძელებს. იქ კომპანია „ჯორჯიან არტ პროჯექტის" ფარგლებში მოახერხა და ქართველი ახალგაზრდები ცნობილ უცხოურ ტელეპროექტებში ჩართო.- ბექა, თავის დროზე ალბათ შემოქმედებითი ნატურის გამო აირჩიეთ მომავალ პროფესიად სცენის რეჟისორობა და პროდიუსერობა?- დიახ, მართლაც ამის გამო გავაკეთე ასეთი არჩევანი. 2012 წლიდან, როცა საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტში ჩავაბარე, თეატრალურ დასში მოვხვდი. იქ ჩამოვაყალიბე სტუდენტური გაერთიანება Seu Art Project, რომელმაც 1000-ზე მეტი ახალგაზრდა, ყველა მიმართულების ხელოვანი გააერთიანა. მიხარია, რომ ასეთი საქმის სათავეში ვიყავი. ჩვენი სტუდენტები ორიგინალური ნომრებით არაერთხელ გახდნენ სხვადასხვა ფესტივალების, კონკურსების თუ პროექტების გამარჯვებულები და ლაურეატები. პროექტ „ნიჭიერის“ ფინალშიც მოხვდნენ. შემდეგ დავიწყეთ საგასტროლო საქმიანობა და კონცერტები საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ჩავატარეთ. 2014 წელს ტელეკომპანია „რუსთავი2“-ის სტუდია „ნოვა პროდაქშენში“ ვმუშაობდი ცნობილ პროექტებზე „ნიჭიერი“ და „X ფაქტორი“. 2018 წლიდან გადავედი ტელეკომპანია „იმედში“, სადაც სეგმენტ-პროდიუსერი ვიყავი. ვაწყობდით საინტერესო ივენთებს და სხვადასხვა ფესტივალებზე გამოვდიოდით.- ბოლო წლებია ჯგუფთან ერთად თურქეთის კურორტებზე - ანტალიასა და ალანიაში ერთ შოუზე მუშაობდით...- იმ შოუს ერქვა „მანეკენის შოუ“. მისი ქორეოგრაფი ზუკა ბირკაია იყო. მასზე ჩვენმა მოცეკვავეებმა, მომღერლებმა და ილუზიონისტებმა ორიგინალური ხელოვნება აჩვენეს. მსოფლიოს ხალხთა კულტურა წარმოჩინეს, რასაც თანამედროვე სპეცეფექტები ახლდა. ამ გასტროლებს დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ჩვენთვის, რადგან თანაცხოვრებას შევეჩვიეთ და დაგროვილი გამოცდილების შოუში გადმოცემა შევძელით. დიდ ამფითეატრებში ვცდილობდით ყველასთვის გვეჩვენებინა, რომ როგორც ძველი, ისე თანამედროვე კულტურის გამოწვევებისთვისაც შეგვეძლო ღირსეული პასუხის გაცემა.- თავის დროზე ქართველ მაყურებელს დაამახსოვრდა „ნიჭიერში“ თქვენი ორიგინალური გამოსვლა...- ქართულ მუსიკალურ ნაწარმოებებს ღვინის ჭიქებზე ვუკრავ. ამ ნომრით პროექტ „ნიჭიერში“ გამოვედი. მანამდე იყო ღვინის კომპანია „ბადაგონის“ მიერ ნიკოლოზ რაჭველთან ერთად შექმნილი მუსიკალური კონკურსი „მესმის, მაესტრო“, რომლის გამარჯვებულიც ის იქნებოდა, ვინც უფრო კრეატიულად შეასრულებდა ქართულ მუსიკალურ ნაწარმოებს. სპეციალურად ამ კონკურსისთვის მე და დედამ, მუსიკოსმა დალი მათიაშვილმა მოვიფიქრეთ ნომერი – მუსიკალური ნაწარმოების ჭიქებზე შესრულება. ამ ნომრით სოფო ნარიმანიძესთან ერთად გამოვედი და „ბადაგონის“ კონკურსის გამარჯვებული გავხდით. იმ კონკურსში გამარჯვება პირველ რიგში დედის დამსახურებაა. მაშინ გადმოგვცეს პრიზი – საგზური მილანში, ლა-სკალაში.- ვარშავაში რას საქმიანობთ?- ვარშავაში ორ არტისტთან ერთად „ნიჭიერის“ ადგილობრივ პროექტში გავედი. ქართული საზოგადოებისთვის ზუკა ბირკაიასა და ოთო კაჭარავას წარმატებების ამბავი უკვე ცნობილია. ამ ეტაპზე ვცდილობ, რომ ის შემოქმედებითი საქმიანობა, რასაც საქართველოში ჩავუყარე საფუძველი, ევროპის მასშტაბით გავზარდო. მინდა ქართველი ნიჭიერი ახალგაზრდები წარმოვაჩინო და ისინი ევროპულ პუბლიკას გავაცნო.ნინო მამულაშვილი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/11/262145890_229:0:2048:1364_1920x0_80_0_0_7df1e3723d71686cd6b3107b9234eefb.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ინტერვიუ, ქართველები უცხოეთში
ინტერვიუ, ქართველები უცხოეთში
პოლონეთში მცხოვრები ქართველი შოუმენი და ღვინის ჭიქებზე შესრულებული მელოდიები
15:55 30.11.2022 (განახლებულია: 20:51 30.11.2022) 2012 წლიდან საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტში ჩაბარების შემდეგ თეატრალურ დასში მოხვდა. სწორედ მაშინ გაუჩნდა იდეა, რომ შეექმნა სივრცე, სადაც ყველა ხელოვანი მოიყრიდა თავს.
ასეთად იქცა სტუდენტური გაერთიანება Seu Art Project. მოგვიანებით პროდიუსერი და შოუმენი ბექა მაქაცარია სატელევიზიო სფეროში გამოჩნდა. ტელეკომპანია „რუსთავი2“-ის სტუდია „ნოვა პროდაქშენში“ მუშაობდა ცნობილ პროექტებზე „ნიჭიერი“ და „X ფაქტორი“. ქართველმა მაყურებელმა ის გაიცნო ორიგინალური ნომრით, რომლითაც ერთ მუსიკალურ პროექტში გაიმარჯვა.
ამის შემდეგ ჩავიდა თურქეთში და ადგილობრივებს თავი გააცნო შოუთი, რომლის რეჟისორიც თავად იყო. საქართველოში მისი ბოლო პროექტი იყო „მეხელოვნება“, რომლის ფარგლებშიც ასმა ქართველმა ხელოვანმა გამოფინა საკუთარი ნამუშევარი: ნახატები, ფოტოები, სკულპტურები, ვიდეოები და ხელნაკეთი ნივთები. მასზე ჯამში 5.000 ნამუშევარი იყო წარმოდგენილი. დღეს შემოქმედებით ცხოვრებას ვარშავაში აგრძელებს. იქ კომპანია „ჯორჯიან არტ პროჯექტის" ფარგლებში მოახერხა და ქართველი ახალგაზრდები ცნობილ უცხოურ ტელეპროექტებში ჩართო.
- ბექა, თავის დროზე ალბათ შემოქმედებითი ნატურის გამო აირჩიეთ მომავალ პროფესიად სცენის რეჟისორობა და პროდიუსერობა?
- დიახ, მართლაც ამის გამო გავაკეთე ასეთი არჩევანი. 2012 წლიდან, როცა საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტში ჩავაბარე, თეატრალურ დასში მოვხვდი. იქ ჩამოვაყალიბე სტუდენტური გაერთიანება Seu Art Project, რომელმაც 1000-ზე მეტი ახალგაზრდა, ყველა მიმართულების ხელოვანი გააერთიანა. მიხარია, რომ ასეთი საქმის სათავეში ვიყავი. ჩვენი სტუდენტები ორიგინალური ნომრებით არაერთხელ გახდნენ სხვადასხვა ფესტივალების, კონკურსების თუ პროექტების გამარჯვებულები და ლაურეატები. პროექტ „ნიჭიერის“ ფინალშიც მოხვდნენ. შემდეგ დავიწყეთ საგასტროლო საქმიანობა და კონცერტები საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ჩავატარეთ. 2014 წელს ტელეკომპანია „რუსთავი2“-ის სტუდია „ნოვა პროდაქშენში“ ვმუშაობდი ცნობილ პროექტებზე „ნიჭიერი“ და „X ფაქტორი“. 2018 წლიდან გადავედი ტელეკომპანია „იმედში“, სადაც სეგმენტ-პროდიუსერი ვიყავი. ვაწყობდით საინტერესო ივენთებს და სხვადასხვა ფესტივალებზე გამოვდიოდით.
- ბოლო წლებია ჯგუფთან ერთად თურქეთის კურორტებზე - ანტალიასა და ალანიაში ერთ შოუზე მუშაობდით...
- იმ შოუს ერქვა „მანეკენის შოუ“. მისი ქორეოგრაფი ზუკა ბირკაია იყო. მასზე ჩვენმა მოცეკვავეებმა, მომღერლებმა და ილუზიონისტებმა ორიგინალური ხელოვნება აჩვენეს. მსოფლიოს ხალხთა კულტურა წარმოჩინეს, რასაც თანამედროვე სპეცეფექტები ახლდა. ამ გასტროლებს დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ჩვენთვის, რადგან თანაცხოვრებას შევეჩვიეთ და დაგროვილი გამოცდილების შოუში გადმოცემა შევძელით. დიდ ამფითეატრებში ვცდილობდით ყველასთვის გვეჩვენებინა, რომ როგორც ძველი, ისე თანამედროვე კულტურის გამოწვევებისთვისაც შეგვეძლო ღირსეული პასუხის გაცემა.
- თავის დროზე ქართველ მაყურებელს დაამახსოვრდა „ნიჭიერში“ თქვენი ორიგინალური გამოსვლა...
- ქართულ მუსიკალურ ნაწარმოებებს ღვინის ჭიქებზე ვუკრავ. ამ ნომრით პროექტ „ნიჭიერში“ გამოვედი. მანამდე იყო ღვინის კომპანია „ბადაგონის“ მიერ ნიკოლოზ რაჭველთან ერთად შექმნილი მუსიკალური კონკურსი „მესმის, მაესტრო“, რომლის გამარჯვებულიც ის იქნებოდა, ვინც უფრო კრეატიულად შეასრულებდა ქართულ მუსიკალურ ნაწარმოებს. სპეციალურად ამ კონკურსისთვის მე და დედამ, მუსიკოსმა დალი მათიაშვილმა მოვიფიქრეთ ნომერი – მუსიკალური ნაწარმოების ჭიქებზე შესრულება. ამ ნომრით სოფო ნარიმანიძესთან ერთად გამოვედი და „ბადაგონის“ კონკურსის გამარჯვებული გავხდით. იმ კონკურსში გამარჯვება პირველ რიგში დედის დამსახურებაა. მაშინ გადმოგვცეს პრიზი – საგზური მილანში, ლა-სკალაში.
- ვარშავაში რას საქმიანობთ?
- ვარშავაში ორ არტისტთან ერთად „ნიჭიერის“ ადგილობრივ პროექტში გავედი. ქართული საზოგადოებისთვის ზუკა ბირკაიასა და ოთო კაჭარავას წარმატებების ამბავი უკვე ცნობილია. ამ ეტაპზე ვცდილობ, რომ ის შემოქმედებითი საქმიანობა, რასაც საქართველოში ჩავუყარე საფუძველი, ევროპის მასშტაბით გავზარდო. მინდა ქართველი ნიჭიერი ახალგაზრდები წარმოვაჩინო და ისინი ევროპულ პუბლიკას გავაცნო.