https://sputnik-georgia.com/20221130/arwera-inglissa-da-uelssi-272593500.html
პირველად აღწერის ისტორიაში: ინგლისსა და უელსში ქრისტიანთა რაოდენობა 50%-ზე ნაკლებია
პირველად აღწერის ისტორიაში: ინგლისსა და უელსში ქრისტიანთა რაოდენობა 50%-ზე ნაკლებია
Sputnik საქართველო
თბილისი, 30 ნოემბერი − Sputnik. ინგლისსა და უელსში ქრისტიანთა წილმა 2021 წელს მოსახლეობის 50%-ზე ნაკლები შეადგინა, რაც პირველად მოხდა მოსახლეობის აღწერის... 30.11.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-11-30T16:02+0400
2022-11-30T16:02+0400
2023-07-20T15:48+0400
მსოფლიო დღეს
დიდი ბრიტანეთი
რელიგია
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/07/06/268250038_0:942:2048:2094_1920x0_80_0_0_4c882f4a06595b0ff5204c2a9cb85619.jpg
თბილისი, 30 ნოემბერი − Sputnik. ინგლისსა და უელსში ქრისტიანთა წილმა 2021 წელს მოსახლეობის 50%-ზე ნაკლები შეადგინა, რაც პირველად მოხდა მოსახლეობის აღწერის ისტორიაში, ნათქვამია დიდი ბრიტანეთის ეროვნული სტატისტიკის ბიუროს (ONS) მონაცემებში.ბიუროს ინფორმაციით, აღწერის ფარგლებში რელიგიის თაობაზე დასმულ შეკითხვაზე მოსახლეობის 94%-მა, ანუ 56-მა მილიონმა ადამიანმა უპასუხა. აქედან ინგლისსა და უელსში საკუთარი თავი ქრისტიანად მოიხსენია 27,5 მლნ (46,2%) ადამიანმა, რაც 13,1%-ით ნაკლებია 2011 წლის მაჩვენებელზე, როდესაც ქრისტიანთა წილი 59,9%, ანუ 33,3 მლნ კაცი იყო.უნდა აღინიშნოს, რომ ქრისტიანები მაინც ყველაზე მრავალრიცხოვან რელიგიურ ჯგუფად რჩება ინგლისსა და უელსში.ამასთან, როგორც ONS-ს მონაცემებიდან ირკვევა, გაიზარდა ათეისტთა რაოდენობაც. თუ 2011 წელს მათი რაოდენობა 14,1 მლნ კაცს შეადგენდა, 2021 წელს მათმა რიცხვმა 22,2 მლნ-ს მიაღწია.ასევე მოიმატა მუსლიმთა წილმაც, მათი რიცხვი ადრინდელი 2,7 მილიონიდან 3,9 მილიონამდე გაიზარდა.ინგლისსა და უელსში მოსახლეობის აღწერისას, ქრისტიანებისა და მუსლიმების გარდა, აღირიცხა: 1 მლნ ინდუისტი, 500 ათასი სიქჰი და 270 ათასი რელიგიური იუდეველი.წყარო: ONS
დიდი ბრიტანეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/07/06/268250038_0:750:2048:2286_1920x0_80_0_0_cd1875c21a6f7efa22b13f09c10c4635.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
დიდი ბრიტანეთი , რელიგია, მსოფლიოს ახალი ამბები
დიდი ბრიტანეთი , რელიგია, მსოფლიოს ახალი ამბები
თბილისი, 30 ნოემბერი − Sputnik. ინგლისსა და უელსში ქრისტიანთა წილმა 2021 წელს მოსახლეობის 50%-ზე ნაკლები შეადგინა, რაც პირველად მოხდა მოსახლეობის აღწერის ისტორიაში, ნათქვამია დიდი ბრიტანეთის ეროვნული სტატისტიკის ბიუროს (ONS) მონაცემებში.
ბიუროს ინფორმაციით, აღწერის ფარგლებში რელიგიის თაობაზე დასმულ შეკითხვაზე მოსახლეობის 94%-მა, ანუ 56-მა მილიონმა ადამიანმა უპასუხა. აქედან ინგლისსა და უელსში საკუთარი თავი ქრისტიანად მოიხსენია 27,5 მლნ (46,2%) ადამიანმა, რაც 13,1%-ით ნაკლებია 2011 წლის მაჩვენებელზე, როდესაც ქრისტიანთა წილი 59,9%, ანუ 33,3 მლნ კაცი იყო.
უნდა აღინიშნოს, რომ ქრისტიანები მაინც ყველაზე მრავალრიცხოვან რელიგიურ ჯგუფად რჩება ინგლისსა და უელსში.
ამასთან, როგორც ONS-ს მონაცემებიდან ირკვევა, გაიზარდა ათეისტთა რაოდენობაც. თუ 2011 წელს მათი რაოდენობა 14,1 მლნ კაცს შეადგენდა, 2021 წელს მათმა რიცხვმა 22,2 მლნ-ს მიაღწია.
ასევე მოიმატა მუსლიმთა წილმაც, მათი რიცხვი ადრინდელი 2,7 მილიონიდან 3,9 მილიონამდე გაიზარდა.
ინგლისსა და უელსში მოსახლეობის აღწერისას, ქრისტიანებისა და მუსლიმების გარდა, აღირიცხა: 1 მლნ ინდუისტი, 500 ათასი სიქჰი და 270 ათასი რელიგიური იუდეველი.