https://sputnik-georgia.com/20221130/82-wlis-natesavis-mkvlelobashi-braldebuls-patimroba-sheeparda-272594314.html
82 წლის ნათესავი ქალის მკვლელობაში ბრალდებულს 18 წლით პატიმრობა შეეფარდა
82 წლის ნათესავი ქალის მკვლელობაში ბრალდებულს 18 წლით პატიმრობა შეეფარდა
Sputnik საქართველო
თბილისი, 30 ნოემბერი − Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებული 32 წლის მამაკაცი დამნაშავედ ცნო და 18... 30.11.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-11-30T16:19+0400
2022-11-30T16:19+0400
2022-11-30T20:57+0400
საქართველო
საქართველოს პროკურატურა
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23582/73/235827337_0:104:2000:1229_1920x0_80_0_0_53fce3dc600877f00ebe4ddd697f1bd3.jpg
თბილისი, 30 ნოემბერი − Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებული 32 წლის მამაკაცი დამნაშავედ ცნო და 18 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა, ნათქვამია საქართველოს პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.უწყების ცნობით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ბრალდებულმა 2022 წლის 16 მარტს თბილისში, გლდანის რაიონში მცხოვრები 82 წლის ნათესავი ქალი ანგარების მოტივით მისსავე ბინაში დანით დაჭრა. მიყენებული დაზიანების შედეგად დაზარალებული ადგილზე გარდაიცვალა. ბრალდებულმა კვალის დაფარვის მიზნით გარდაცვლილს ბენზინი გადაასხა და ცეცხლი წაუკიდა. ამასთან, მან ლომბარდში ჩასაბარებლად ბინიდან წაიღო გარდაცვლილის კუთვნილი ტელევიზორი და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.სამართალდამცველებმა მამაკაცი 17 მარტს დააკავეს. მას ბრალდება სსკ-ის 109-ე მუხლის მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა ჩადენილი ანგარებით) წარედგინა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23582/73/235827337_112:0:1889:1333_1920x0_80_0_0_8b356a5463c58cad52e68e17c1fb9f16.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს პროკურატურა, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს პროკურატურა, საზოგადოება, ახალი ამბები
82 წლის ნათესავი ქალის მკვლელობაში ბრალდებულს 18 წლით პატიმრობა შეეფარდა
16:19 30.11.2022 (განახლებულია: 20:57 30.11.2022) თბილისი, 30 ნოემბერი − Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებული 32 წლის მამაკაცი დამნაშავედ ცნო და 18 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა, ნათქვამია საქართველოს პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
უწყების ცნობით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ბრალდებულმა 2022 წლის 16 მარტს თბილისში, გლდანის რაიონში მცხოვრები 82 წლის ნათესავი ქალი ანგარების მოტივით მისსავე ბინაში დანით დაჭრა. მიყენებული დაზიანების შედეგად დაზარალებული ადგილზე გარდაიცვალა.
ბრალდებულმა კვალის დაფარვის მიზნით გარდაცვლილს ბენზინი გადაასხა და ცეცხლი წაუკიდა. ამასთან, მან ლომბარდში ჩასაბარებლად ბინიდან წაიღო გარდაცვლილის კუთვნილი ტელევიზორი და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
სამართალდამცველებმა მამაკაცი 17 მარტს დააკავეს. მას ბრალდება სსკ-ის 109-ე მუხლის მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა ჩადენილი ანგარებით) წარედგინა.