https://sputnik-georgia.com/20221129/wlis-sityvebi-272549650.html
მანიპულაციური ილეთი და მუდმივი კრიზისი: მთავარმა ლექსიკონებმა წლის სიტყვები აირჩიეს
მანიპულაციური ილეთი და მუდმივი კრიზისი: მთავარმა ლექსიკონებმა წლის სიტყვები აირჩიეს
Sputnik საქართველო
თბილისი, 29 ნოემბერი − Sputnik. ინგლისური ენის ერთ-ერთი მთავარი ლექსიკონის Merriam-Webster-ის რედაქტორებმა „წლის სიტყვად“ Gaslighting („გაზლაითინგი“) აირჩიეს... 29.11.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-11-29T12:26+0400
2022-11-29T12:26+0400
2023-07-20T15:48+0400
მსოფლიო დღეს
საზოგადოება
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0b/1d/272549372_0:98:1920:1178_1920x0_80_0_0_190ed69cbb36e7b095e89cc252e6ba4b.jpg
თბილისი, 29 ნოემბერი − Sputnik. ინგლისური ენის ერთ-ერთი მთავარი ლექსიკონის Merriam-Webster-ის რედაქტორებმა „წლის სიტყვად“ Gaslighting („გაზლაითინგი“) აირჩიეს, რაც მანიპულაციურ ილეთს ნიშნავს, როდესაც ადამიანს აიძულებენ – დაუჯეროს არა საკუთარ თვალებს, არამედ დაიჯეროს ის, რასაც თავს ახვევენ.ტერმინი „გაზლაითინგი“ ინგლისურ ენაში 1944 წელს გავრცელდა ტრილერ Gaslight-ის („გაზის განათება“) გამოსვლის შემდეგ, რომელშიც მთავარი როლი ინგრიდ ბერგმანმა შეასრულა (ამ როლისთვის მან ოსკარი მიიღო).ფილმის სიუჟეტის მიხედვით, ახალგაზრდა ქალი ამჩნევს, რომ, როდესაც მისი ქმარი შინ არ არის, სახლში გაზის განათება სუსტდება, სინათლე იკლებს. ქმარი ქალს არწმუნებს, რომ მას ეს ყველაფერი ეჩვენება, ჰალუცინაციები და ფსიქიკური აშლილობა აქვს. ქალიც იჯერებს ქმრის ნათქვამს, თუმცა მოგვიანებით ირკვევა, რომ ეს თავად ქმარი უკლებს და უმატებს სინათლეს, რათა ცოლი გიჟად გამოაცხადოს, საავადმყოფოში მოათავსოს და მის მემკვიდრეობას დაეუფლოს. სწორედ ამისთვის შთააგონა ცოლს, რომ სახლში სინათლის კლება-მატება მისი ავადმყოფური ფანტაზიის ნაყოფი იყო.სიტყვა „გაზლაითინგი“ ინგლისურ ენაში ფართოდ გამოიყენება ფსიქოლოგიური მანიპულაციის აღსანიშნად. მაგალითად, როდესაც პოლიტიკოსები ან მასმედია ცდილობენ დაარწმუნონ მოქალაქეები, რომ ეს მათი ნათქვამია დასაჯერებელი და არა ის, რასაც საკუთარი თვალით ხედავენ ან ყურით ისმენენ.ლექსიკონ Merriam-Webster-ის შემდგენლებს მიაჩნიათ, რომ ეს ტერმინი საუკეთესოდ ასახავს მსოფლიოსა და საინფორმაციო სივრცეში დღეს არსებულ სიტუაციას.„წლის სიტყვა“ ასევე აირჩია კიდევ ერთმა ცნობილმა ლექსიკონმა Collins-მა. მისი რედაქტორების რჩეული გახდა სიტყვა Permacrisis, ანუ ცხოვრება მუდმივ, პერმანენტულ კრიზისში.რედაქციის აზრით, ეს ტერმინი ზუსტად გამოხატავს კაცობრიობის ცხოვრებას 2022 წელს.გარდა ამისა, Collins-ის ვერსიით, წლის სხვა სიტყვებია:
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0b/1d/272549372_110:0:1811:1276_1920x0_80_0_0_07d93eb7db750713293030b8641b399e.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საზოგადოება, მსოფლიოს ახალი ამბები
საზოგადოება, მსოფლიოს ახალი ამბები
თბილისი, 29 ნოემბერი − Sputnik. ინგლისური ენის ერთ-ერთი მთავარი ლექსიკონის Merriam-Webster-ის რედაქტორებმა „წლის სიტყვად“ Gaslighting („გაზლაითინგი“) აირჩიეს, რაც მანიპულაციურ ილეთს ნიშნავს, როდესაც ადამიანს აიძულებენ – დაუჯეროს არა საკუთარ თვალებს, არამედ დაიჯეროს ის, რასაც თავს ახვევენ.
ტერმინი „გაზლაითინგი“ ინგლისურ ენაში 1944 წელს გავრცელდა ტრილერ Gaslight-ის („გაზის განათება“) გამოსვლის შემდეგ, რომელშიც მთავარი როლი ინგრიდ ბერგმანმა შეასრულა (ამ როლისთვის მან ოსკარი მიიღო).
ფილმის სიუჟეტის მიხედვით, ახალგაზრდა ქალი ამჩნევს, რომ, როდესაც მისი ქმარი შინ არ არის, სახლში გაზის განათება სუსტდება, სინათლე იკლებს. ქმარი ქალს არწმუნებს, რომ მას ეს ყველაფერი ეჩვენება, ჰალუცინაციები და ფსიქიკური აშლილობა აქვს. ქალიც იჯერებს ქმრის ნათქვამს, თუმცა მოგვიანებით ირკვევა, რომ ეს თავად ქმარი უკლებს და უმატებს სინათლეს, რათა ცოლი გიჟად გამოაცხადოს, საავადმყოფოში მოათავსოს და მის მემკვიდრეობას დაეუფლოს. სწორედ ამისთვის შთააგონა ცოლს, რომ სახლში სინათლის კლება-მატება მისი ავადმყოფური ფანტაზიის ნაყოფი იყო.
სიტყვა „გაზლაითინგი“ ინგლისურ ენაში ფართოდ გამოიყენება ფსიქოლოგიური მანიპულაციის აღსანიშნად. მაგალითად, როდესაც პოლიტიკოსები ან მასმედია ცდილობენ დაარწმუნონ მოქალაქეები, რომ ეს მათი ნათქვამია დასაჯერებელი და არა ის, რასაც საკუთარი თვალით ხედავენ ან ყურით ისმენენ.
ლექსიკონ Merriam-Webster-ის შემდგენლებს მიაჩნიათ, რომ ეს ტერმინი საუკეთესოდ ასახავს მსოფლიოსა და საინფორმაციო სივრცეში დღეს არსებულ სიტუაციას.
„დეზინფორმაციის, ფეიკური ახალი ამბების, შეთქმულების თეორიის, ინტერნეტში ტროლებისა და დიპფეიკების საუკუნეში „გაზლაითინგი“ ჩვენი დროის სიტყვად იქცა“, − წერს Merriam-Webster-ის რედაქცია.
„წლის სიტყვა“ ასევე აირჩია კიდევ ერთმა ცნობილმა ლექსიკონმა Collins-მა. მისი რედაქტორების რჩეული გახდა სიტყვა Permacrisis, ანუ ცხოვრება მუდმივ, პერმანენტულ კრიზისში.
რედაქციის აზრით, ეს ტერმინი ზუსტად გამოხატავს კაცობრიობის ცხოვრებას 2022 წელს.
გარდა ამისა, Collins-ის ვერსიით, წლის სხვა სიტყვებია:
Partygate – „წვეულებაგეიტი“ − პოლიტიკური სკანდალი, რომელიც პანდემიის დროს არალეგალური წვეულებების გამართვის გამო აგორდა და რასაც ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონის გადადგომა მოჰყვა;
Warmbank – „გათბობის პუნქტი“ − ადგილები იმ ადამიანებისთვის, რომლებიც მაღალი კომუნალური გადასახადების გამო ბინებში გათბობას ვერ რთავენ, და სხვ.