https://sputnik-georgia.com/20221129/tbilisis-metros-tanamsromlebi-gaficvit-imuqrebian-meri-xelfasebis-zrdas-pirdeba-272576988.html
თბილისის მეტროს თანამშრომლები გაფიცვით იმუქრებიან - მერი ხელფასების ზრდას ჰპირდება
თბილისის მეტროს თანამშრომლები გაფიცვით იმუქრებიან - მერი ხელფასების ზრდას ჰპირდება
Sputnik საქართველო
პროფესიულმა კავშირმა „ერთობა 2013“ გამართა გამაფრთხილებელი აქცია-ბრიფინგი, სადაც ხელფასების 20%-ით მომატების მოთხოვნით გაფიცვის დაწყება დააანონსა. 29.11.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-11-29T22:40+0400
2022-11-29T22:40+0400
2022-11-29T22:46+0400
ახალი ამბები
საქართველო
საზოგადოება
ტრანსპორტი საქართველოში
თბილისი დღეს
თბილისის მერია
კახა კალაძე
სოციალური სფერო საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23776/61/237766152_0:92:2000:1217_1920x0_80_0_0_dc9b4e6dc6f9d302fe1fe1a2876bf28f.jpg
თბილისი, 29 ნოემბერი – Sputnik. თბილისის მეტროპოლიტენის ყველა თანამშრომელს 2023 წლიდან ხელფასი 10%-ით გაეზრდება. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.პროფესიულმა კავშირმა „ერთობა 2013“ გამართა გამაფრთხილებელი აქცია-ბრიფინგი, სადაც ხელფასების 20%-ით მომატების მოთხოვნით გაფიცვის დაწყება დააანონსა, თუ სატრანსპორტო კომპანიის ხელმძღვანელობასთან შეთანხმების მიღწევა ვერ მოხერხდება.აქციის მონაწილეთა თქმით, ინფლაციის გამო ქვეყანაში გაძვირდა სურსათი და სხვა სამომხმარებლო საქონელი, ამიტომ ამჟამინდელი ხელფასი მათ მინიმალურ მოთხოვნებსაც ვერ აკმაყოფილებს.აქციის მონაწილეთა თქმით, ექვსი თვეა სატრანსპორტო კომპანიის ხელმძღვანელობასთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს. ივლისში სატრანსპორტო კომპანიის დირექტორმა გიორგი შარკოვმა განაცხადა, რომ „კომპანიას პრობლემის გადაჭრის შესაძლებლობა არ აქვს“.ბოლოს მეტროს მუშაობა 2018 წლის ივნისში იყო პარალიზებული. ხელფასების გაზრდის მოთხოვნით ხუთასამდე ადამიანი გაიფიცა, აქედან 140-მა შიმშილობა გამოაცხადა.„თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში“ დასაქმებულია 6,3 ათასამდე ადამიანი, აქედან 240-მდე მეტროს მემანქანეა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23776/61/237766152_155:0:2000:1384_1920x0_80_0_0_27bfe455b16f10942c81b96d0f59e13c.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება, ტრანსპორტი საქართველოში, თბილისი დღეს, თბილისის მერია, კახა კალაძე , სოციალური სფერო საქართველოში
ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება, ტრანსპორტი საქართველოში, თბილისი დღეს, თბილისის მერია, კახა კალაძე , სოციალური სფერო საქართველოში
თბილისის მეტროს თანამშრომლები გაფიცვით იმუქრებიან - მერი ხელფასების ზრდას ჰპირდება
22:40 29.11.2022 (განახლებულია: 22:46 29.11.2022) პროფესიულმა კავშირმა „ერთობა 2013“ გამართა გამაფრთხილებელი აქცია-ბრიფინგი, სადაც ხელფასების 20%-ით მომატების მოთხოვნით გაფიცვის დაწყება დააანონსა.
თბილისი, 29 ნოემბერი – Sputnik. თბილისის მეტროპოლიტენის ყველა თანამშრომელს 2023 წლიდან ხელფასი 10%-ით გაეზრდება. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.
პროფესიულმა კავშირმა „ერთობა 2013“ გამართა გამაფრთხილებელი აქცია-ბრიფინგი, სადაც ხელფასების 20%-ით მომატების მოთხოვნით გაფიცვის დაწყება დააანონსა, თუ სატრანსპორტო კომპანიის ხელმძღვანელობასთან შეთანხმების მიღწევა ვერ მოხერხდება.
„ხელფასების მომატება მოხდება მომავალ წელს. ეს ყველა თანამშრომლის პირობებში იქნება. ამასთან დაკავშირებით ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ძალიან ბევრჯერ ისაუბრა და გააკეთა განცხადებები. თქვენ იცით, რომ ყოველწლიურად სახელმწიფო სტრუქტურებში მომუშავე ადამიანებისთვის სახელფასო ზრდა იქნება 10% და, მათ შორის, მუნიციპალიტეტის თანამშრომლებსაც, რა თქმა უნდა, ეხება ეს გადაწყვეტილება“, – განაცხადა კახა კალაძემ.
აქციის მონაწილეთა თქმით, ინფლაციის გამო ქვეყანაში გაძვირდა სურსათი და სხვა სამომხმარებლო საქონელი, ამიტომ ამჟამინდელი ხელფასი მათ მინიმალურ მოთხოვნებსაც ვერ აკმაყოფილებს.
„დამოუკიდებელ ექსპერტებთან, ეკონომისტებთან ერთად გავიარეთ, რომ ქვეყანაში ინფლაციისა და სამომხმარებლო პროდუქციაზე ფასების ზრდის ფონზე ხელფასები 20%-ით უნდა გაიზარდოს. ჩვენ ამას ხელფასების მატებას არ ვუწოდებთ, ეს არის ინდექსაცია. დამსაქმებლების პირდაპირი ვალდებულებაა, რომ დასაქმებულებს ეს 20% მოუმატოს“, – განაცხადა პროფესიული კავშირი „ერთობა 2013“-ის თავმჯდომარემ რატი კაპანაძემ.
აქციის მონაწილეთა თქმით, ექვსი თვეა სატრანსპორტო კომპანიის ხელმძღვანელობასთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს. ივლისში სატრანსპორტო კომპანიის დირექტორმა გიორგი შარკოვმა განაცხადა, რომ „კომპანიას პრობლემის გადაჭრის შესაძლებლობა არ აქვს“.
ბოლოს მეტროს მუშაობა 2018 წლის ივნისში იყო პარალიზებული. ხელფასების გაზრდის მოთხოვნით ხუთასამდე ადამიანი გაიფიცა, აქედან 140-მა შიმშილობა გამოაცხადა.
„თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში“ დასაქმებულია 6,3 ათასამდე ადამიანი, აქედან 240-მდე მეტროს მემანქანეა.