რატომ ვიწროვდება ქუჩები თბილისში: კალაძის განმარტება

© photo: Sputnik / Stringerგადატვირთული ტრაფიკი თბილისში
გადატვირთული ტრაფიკი თბილისში - Sputnik საქართველო, 1920, 29.11.2022
გამოწერა
ყველა პროექტი, რომელიც ქალაქის „საცობებისგან“ განტვირთვის გეგმას უკავშირდება, კვლევების საფუძველზე ხორციელდება, განაცხადა თბილისის მერმა.
თბილისი, 29 ნოემბერი – Sputnik. თბილისში ქუჩების დავიწროების პრობლემა იქმნება არა დედაქალაქის მუნიციპალიტეტის მუშაობის შედეგად, არამედ არასტანდარტული გზების გამო, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ პრეზენტაციაზე, სადაც საზოგადოებას სატრანსპორტო პოლიტიკით გათვალისწინებული მომდევნო ეტაპები გააცნო.
კალაძემ მაგალითად მოიყვანა „ლაგუნა ვერეს“ მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული გზა. გზის კონკრეტულ ადგილზე ქუჩა ბუნებრივად ვიწროვდება. კალაძის თქმით, ხშირად ისმის კრიტიკა იმასთან დაკავშირებით, რომ მერია ავიწროვებს ქუჩებს, რაც სინამდვილეს არ შეესაბამება.

„სამწუხაროდ, თბილისში ფაქტობრივად ყველგან გვაქვს არასტანდარტული გზები. ვინც კერძო ავტომობილით სარგებლობთ, დააკვირდით, ზოგ ქუჩასა და გამზირზე არის სამი ზოლი, რომელიც გარკვეულ ადგილებში იქცევა ორ ან ერთ ზოლად — იქმნება ე.წ. ძაბრი, რომელიც უდიდესი პრობლემაა. ასეთია „ლაგუნა ვერეს“ მიმდებარე ტერიტორია“, – განაცხადა კალაძემ.

კალაძის თქმით, მერია ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას და აღნიშნული პრობლემების გადაჭრას აპირებს.
მერმა ასევე აღნიშნა, რომ ქალაქის „საცობებისგან“ განტვირთვის გეგმასთან დაკავშირებული ყველა პროექტი საერთაშორისო ექსპერტების მიერ მომზადებული კვლევების საფუძველზე ხორციელდება. თბილისის მერმა აღნიშნულ პროცესში ჩართულ ყველა ადგილობრივ და უცხოელ ექსპერტს თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა.

„პროექტების განხორციელების პროცესში ჩართული გვყავს მსოფლიოში საუკეთესო კომპანიები, ქვეყანაში გამოცდილი სპეციალისტები. არ იფიქროთ, რომ ეს ჩემი, ირაკლი ხმალაძის ან რომელიმე ჩვენი თანამშრომლის დაწერილი პროექტებია. ამაში ჩართული არიან მსოფლიოს უძლიერესი კომპანიების წარმომადგენლები, გამოცდილი ქართველი სპეციალისტები“, – განაცხადა კალაძემ.

თბილისის მერის თქმით, ყველა ევროპულ, განვითარებულ დიდ ქალაქსა და დედაქალაქში 10-15 წლის წინ იგივე პრობლემები იყო, რაც დღეს თბილისშია. იქ განხორციელებული პროექტებით პრობლემები მოგვარდა. შესაბამისად, თბილისის მერიას სხვა ქვეყნების გამოცდილების გაზიარება და თბილისისთვის მორგება სურს, განაცხადა კახა კალაძემ.
ყველა ახალი ამბავი
0