ქართველი მოფარიკავე კადეტთა ევროპის თასის ვიცე-ჩემპიონი გახდა

© Ministry of Culture, Sport and Youth of Georgiaალექსანდრა კუვაევა
ალექსანდრა კუვაევა - Sputnik საქართველო, 1920, 29.11.2022
გამოწერა
ალექსანდრა კუვაევამ ნოემბერში კადეტთა სამ ტურნირზე სამივე სინჯის მედლების მოპოვება მოახერხა.
თბილისი, 29 ნოემბერი — Sputnik. ახალგაზრდა ქართველმა მოფარიკავე ალექსანდრა კუვაევამ გერმანიის ქალაქ ეისლინგენში მიმდინარე კადეტთა ევროპის თასზე ვერცხლის მედალი მოიპოვა, იუწყება საქართველოს ფარიკაობის ფედერაცია.
ქართველმა მოფარიკავემ ჯგუფურ ეტაპზე ხუთი შეხვედრა მოიგო. ფინალურ ბრძოლაში კუვაევა ამერიკელ მოფარიკავე ჯენა შომანს შეხვდა, რომელთანაც დაძაბულ ბრძოლაში დამარცხდა და ვერცხლის მედალი მოიპოვა.
ალექსანდრა კუვაევამ ნოემბერში კადეტთა სამ ტურნირზე სამივე სინჯის მედლების მოპოვება მოახერხა – სტამბულში ოქროს და სოფიაში ბრინჯაოს მედალს ახლა კუვაევამ გერმანიის ვერცხლიც შემატა.
ყველა ახალი ამბავი
0