გაშიფრეთ ორგანიზმის სიგნალი: რა საკვები გინდებათ, რა გაკლიათ და რით უნდა შეივსოთ

CC BY-SA 2.0 / Michael Stern / Wall Foodხილ-ბოსტნეული
ხილ-ბოსტნეული - Sputnik საქართველო, 1920, 29.11.2022
გამოწერა
თბილისი, 29 ნოემბერი − Sputnik. როდესაც ორგანიზმს რაიმე ნივთიერება აკლია, ის თავისებურ სიგნალს აძლევს ადამიანს და პრობლემას აგრძნობინებს, აცხადებენ ექიმები.
მათი თქმით, ეს სიგნალია, მაგალითად, რაიმე პროდუქტის მონდომება − ისეთისაც კი, რაც მანამდე არასდროს გყვარებიათ და, შესაბამისად, არც არასდროს მოგდომებიათ.
დიეტოლოგებმა მრავალწლიანი დაკვირვებისა და კვლევების შედეგად ორგანიზმის სიგნალები გაშიფრეს და დაადგინეს, რომ თუ გინდებათ:
შოკოლადი − ე.ი. მაგნიუმის დეფიციტი გაქვთ. მაგრამ ნუ შეეცდებით მაინცდამაინც შოკოლადით შეივსოთ ამ ნივთიერების მარაგი. უბრალოდ შეიტანეთ რაციონში: წიწიბურა, ლობიო, ოსპი, ყავისფერი ბრინჯი, მოუხალავი მზესუმზირა და გოგრის თესლი.
მარილიანი საკვები − ე.ი. ნატრიუმი გაკლიათ. მაგრამ ამ დეფიციტის შევსება ნამდვილად არ ღირს არც „სუხარიკებით“, არც ჩიპსებითა და სხვა მავნე პროდუქტებით. ექიმების რჩევაა, მიირთვათ სტაფილო და ნიახური.
რაღაც ტკბილი − ეს ქრომის ნაკლებობაზე მეტყველებს. გახსოვდეთ: ტორტები და ნამცხვრები ვერ დაგეხმარებათ. მიირთვით: ყურძენი, სალათის ფოთლები, ჭარხალი, მწვანე ლობიო და თევზი თინუსი.
რძის ნაწარმი − ყველის, რძის, ხაჭო-არაჟნისა თუ მაწვნის დაუოკებელი სურვილი კალციუმის დეფიციტის ნიშანია. ეს ის შემთხვევაა, როდესაც რძის პროდუქტები ნამდვილად შეგივსებთ ამ ნივთიერების მარაგს. თუმცა უკეთესი იქნება, თუ მენიუში ასევე შეიტანთ: ბროკოლის, ისპანახს, თხილ-კაკლეულს, თეთრთავა კომბოსტოს, სოიოს პროდუქტებს.
ხორცეული − ეს რკინის დეფიციტის მაჩვენებელია. დიახ, მიირთვით ხორცეული − ეს მდგომარეობას გამოასწორებს, მაგრამ არ დაივიწყოთ: ატამი, თეთრი სოკო, ზღვის კომბოსტო, ნიგოზი და ჭვავის პური. ამ პროდუქტებში რკინა ასევე დიდი რაოდენობით შედის.
ყველა ახალი ამბავი
0