https://sputnik-georgia.com/20221129/mpox-maimunis-yvavilis-axali-saxeli-272550734.html
წარმოსათქმელად მარტივი: ჯანმომ მაიმუნის ყვავილს ახალი სახელი უწოდა
წარმოსათქმელად მარტივი: ჯანმომ მაიმუნის ყვავილს ახალი სახელი უწოდა
Sputnik საქართველო
თბილისი, 29 ნოემბერი − Sputnik. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ (ჯანმო) მაიმუნის ყვავილს ახალი სახელი მიანიჭა – ამიერიდან დაავადებას mpox (ინგლისური... 29.11.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-11-29T13:28+0400
2022-11-29T13:28+0400
2023-07-20T15:48+0400
მსოფლიო დღეს
მაიმუნის ყვავილი
ჯანმო
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/03/1a/251283245_807:172:3028:1421_1920x0_80_0_0_e48194a173262e30ea1b1f34afec49c8.jpg
თბილისი, 29 ნოემბერი − Sputnik. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ (ჯანმო) მაიმუნის ყვავილს ახალი სახელი მიანიჭა – ამიერიდან დაავადებას mpox (ინგლისური monkeypox-ის შემოკლებული ვერსია) ეწოდება, იუწყება BBC News.გავრცელებული ინფორმაციით, ჯანმომ ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ვირუსის სახელწოდების გამო რასისტულ და სტიგმატურ გამონათქვამებზე საჩივრები მომრავლდა.როგორც აღინიშნება, ვირუსის ძველი სახელწოდება „მაიმუნის ვირუსი“ ახალ mpox სახელთან ერთად წლის განმავლობაში იქნება გამოყენებული, რის შემდეგაც თანდათან გაუქმდება.ჯანმოს განცხადებით, ტერმინი mpox მარტივი წარმოსათქმელია როგორც ინგლისურ, ისე სხვა ენებზე.მაიმუნის ყვავილს, რომელიც პირველად 1970 წელს გამოვლინდა ადამიანებში, ხსენებული სახელი იმის გამო მიენიჭა, რომ ვირუსით გამოწვეული დაავადება მანამდე, ათი წლით ადრე არაბუნებრივ გარემოში ბინადარ მაიმუნებში დაფიქსირდა.მოგვიანებით ჯანმომ დაამტკიცა დაავადებებისთვის სახელის მინიჭების წესები, რომელთა თანახმად, ტერმინების არჩევისას მინიმუმამდე უნდა შემცირდეს შესაძლო ნეგატიური შედეგები ვაჭრობისთვის, ტურიზმისა თუ ცხოველების კეთილდღეობისთვის. ამასთან კატეგორიულად იკრძალება ისეთი დასახელებების გამოყენება, რომლებიც შეურაცხყოფას აყენებს ამა თუ იმ კულტურულ, სოციალურ, ეროვნულ თუ ეთნიკურ ჯგუფებს.
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/03/1a/251283245_1365:146:3063:1420_1920x0_80_0_0_8d3b79bacb9873d4c1bd5e0e8635293d.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
მაიმუნის ყვავილი, ჯანმო , მსოფლიოს ახალი ამბები
მაიმუნის ყვავილი, ჯანმო , მსოფლიოს ახალი ამბები
თბილისი, 29 ნოემბერი − Sputnik. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ (ჯანმო) მაიმუნის ყვავილს ახალი სახელი მიანიჭა – ამიერიდან დაავადებას mpox (ინგლისური monkeypox-ის შემოკლებული ვერსია) ეწოდება, იუწყება
BBC News.
გავრცელებული ინფორმაციით, ჯანმომ ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ვირუსის სახელწოდების გამო რასისტულ და სტიგმატურ გამონათქვამებზე საჩივრები მომრავლდა.
როგორც აღინიშნება, ვირუსის ძველი სახელწოდება „მაიმუნის ვირუსი“ ახალ mpox სახელთან ერთად წლის განმავლობაში იქნება გამოყენებული, რის შემდეგაც თანდათან გაუქმდება.
ჯანმოს განცხადებით, ტერმინი mpox მარტივი წარმოსათქმელია როგორც ინგლისურ, ისე სხვა ენებზე.
მაიმუნის ყვავილს, რომელიც პირველად 1970 წელს გამოვლინდა ადამიანებში, ხსენებული სახელი იმის გამო მიენიჭა, რომ ვირუსით გამოწვეული დაავადება მანამდე, ათი წლით ადრე არაბუნებრივ გარემოში ბინადარ მაიმუნებში დაფიქსირდა.
მოგვიანებით ჯანმომ დაამტკიცა დაავადებებისთვის სახელის მინიჭების წესები, რომელთა თანახმად, ტერმინების არჩევისას მინიმუმამდე უნდა შემცირდეს შესაძლო ნეგატიური შედეგები ვაჭრობისთვის, ტურიზმისა თუ ცხოველების კეთილდღეობისთვის. ამასთან კატეგორიულად იკრძალება ისეთი დასახელებების გამოყენება, რომლებიც შეურაცხყოფას აყენებს ამა თუ იმ კულტურულ, სოციალურ, ეროვნულ თუ ეთნიკურ ჯგუფებს.