https://sputnik-georgia.com/20221129/dadianebis-sasaxles-restavracia-chautardeba-272551193.html
დადიანების სასახლეს რესტავრაცია ჩაუტარდება
დადიანების სასახლეს რესტავრაცია ჩაუტარდება
Sputnik საქართველო
საუბარია პროექტზე, რომელიც ითვალისწინებს დადიანების სასახლის კომპლექსის, დედოფლის სასახლის აღდგენა-რესტავრაციას ხელოვნების სასახლესთან თანამშრომლობით. 29.11.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-11-29T13:49+0400
2022-11-29T13:49+0400
2022-11-29T17:50+0400
საქართველო
კულტურა საქართველოში
ქართული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/18/252414280_0:180:3005:1870_1920x0_80_0_0_c74478630ee696875933e7be98605de2.jpg
თბილისი, 29 ნოემბერი — Sputnik. საქართველოში ზუგდიდის სახელმწიფო ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმის – დადიანების სასახლის სარესტავრაციო სამუშაოების ჩატარება გადაწყვიტეს, ნათქვამია კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს განცხადებაში.რესტავრაციის პროექტის გეგმა ითვალისწინებს ეკატერინე დადიანის სასახლის რამდენიმე საგამოფენო დარბაზის რეაბილიტაციას, ასევე ისტორიული ნივთების რესტავრაციას და კონსერვაციას.აღსანიშნავია, რომ ნიკო დადიანის სასახლეში განხორციელებული სარეკონსტრუქციო სამუშაოების შემდეგ, 2021 წელს კულტურის სამინისტროს ინიციატივითა და მხარდაჭერით გაიხსნა ახალი საგამოფენო და საგანმანათლებლო სივრცეები, ხოლო ეკატერინეს სასახლეში – ახალი გამოფენა, რომელზეც ექსპონატების უმეტესობა პირველად იყო წარმოდგენილი. სამინისტროს ცნობით, ნიკო დადიანის სასახლის სრული რესტავრაცია 2016-2019 წლებში ფონდ „ქართუს“ მხარდაჭერით განხორციელდა, „ქართუს“ შემდეგ კი სასახლეების აღორძინების საქმეში სამინისტრო ჩაერთო.„აღსანიშნავია, რომ ეკატერინე დადიანის რეზიდენციაში მთავრისეული დარბაზი, უფლისწულ ანდრიას ოთახი და იმპერატორების გალერეა ჩამონგრეული ჭერის გამო ნახევარ წელზე მეტხანს დაკეტილი იყო. სამომავლოდ საგამოფენო სივრცეების მეცნიერული კვლევა და სრული რეაბილიტაციაც იგეგმება“, – აცხადებენ ხელოვნების სასახლეში.დადიანების სასახლის რესტავრაციისთვის საქართველოში აშშ-ის საელჩომ გრანტი გამოყო, რომლის ოდენობაც 300 ათას დოლარს შეადგენს.„ჩვენი ეროვნული მემკვიდრეობის უმნიშვნელოვანესი ძეგლი – ზუგდიდის დადიანების სასახლე გადარჩება და დაიბრუნებს თავის ისტორიულ იერსახეს“, – განაცხადა ხელოვნების სასახლის დირექტორმა გიორგი კალანდიამ. დადიანების სასახლე ზუგდიდის ცენტრში მდებარეობს და ქალაქის მთავარ ღირსშესანიშნაობას წარმოადგენს. ადრე ისტორიული სასახლე სამეგრელოს მთავრების დადიანების რეზიდენცია იყო.რეზიდენცია სალხინოში, მდინარე ტეხურის პირას სამეგრელოს მთავარმა ლევან V დადიანმა (1793—1846) XIX საუკუნის პირველ ნახევარში ააგო.ამ დროისათვის სასახლეში 40 ათასზე მეტი ექსპონატი ინახება. მუზეუმის ოქროს ფონდში დაცულია ანტიკური და შუა საუკუნეების ოქროს ნაკეთობები. უნიკალურ ექსპონატებს შორისაა ღვთისმშობლის კვართი, ნაპოლეონ ბონაპარტის ნიღაბი, XVIII-XX საუკუნეების ევროპელი და ქართველი მხატვრების ფერწერული ნამუშევრები. დადიანების კარმიდამო ასევე განთქმულია თავისი ბაღით, რომელიც ახლა ცნობილია როგორც ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი. ბაღის გასაშენებლად სპეციალურად XIX საუკუნეში ევროპელი მებაღეები მოიწვიეს და ევროპიდან იშვიათი ჯიშის მცენარეები ჩამოიტანეს. 26,4 ჰექტარზე გაშენებულ ბაღში ხარობს ხეები, რომლებიც თითქმის 200 წლისაა — ევრაზიული კონტინენტის ერთეული ეგზემპლარები.ისტორიული მონაცემების მიხედვით, ზუგდიდის ბაღმა დეკორატიული სახე 1840 წელს მიიღო, როდესაც მასზე ზრუნვა სამეგრელოს უკანასკნელმა მთავარმა დავით დადიანმა და მისმა მეუღლემ ეკატერინე ჭავჭავაძემ დაიწყეს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/18/252414280_137:0:2868:2048_1920x0_80_0_0_44422b69211fa207370a5d04e7ebf9e3.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, კულტურა საქართველოში, ქართული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, კულტურა საქართველოში, ქართული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები, საზოგადოება, ახალი ამბები
დადიანების სასახლეს რესტავრაცია ჩაუტარდება
13:49 29.11.2022 (განახლებულია: 17:50 29.11.2022) საუბარია პროექტზე, რომელიც ითვალისწინებს დადიანების სასახლის კომპლექსის, დედოფლის სასახლის აღდგენა-რესტავრაციას ხელოვნების სასახლესთან თანამშრომლობით.
თბილისი, 29 ნოემბერი — Sputnik. საქართველოში ზუგდიდის სახელმწიფო ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმის – დადიანების სასახლის სარესტავრაციო სამუშაოების ჩატარება გადაწყვიტეს, ნათქვამია კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს განცხადებაში.
რესტავრაციის პროექტის გეგმა ითვალისწინებს ეკატერინე დადიანის სასახლის რამდენიმე საგამოფენო დარბაზის რეაბილიტაციას, ასევე ისტორიული ნივთების რესტავრაციას და კონსერვაციას.
აღსანიშნავია, რომ ნიკო დადიანის სასახლეში განხორციელებული სარეკონსტრუქციო სამუშაოების შემდეგ, 2021 წელს კულტურის სამინისტროს ინიციატივითა და მხარდაჭერით გაიხსნა ახალი საგამოფენო და საგანმანათლებლო სივრცეები, ხოლო ეკატერინეს სასახლეში – ახალი გამოფენა, რომელზეც ექსპონატების უმეტესობა პირველად იყო წარმოდგენილი.
სამინისტროს ცნობით, ნიკო დადიანის სასახლის სრული რესტავრაცია 2016-2019 წლებში ფონდ „ქართუს“ მხარდაჭერით განხორციელდა, „ქართუს“ შემდეგ კი სასახლეების აღორძინების საქმეში სამინისტრო ჩაერთო.
„აღსანიშნავია, რომ ეკატერინე დადიანის რეზიდენციაში მთავრისეული დარბაზი, უფლისწულ ანდრიას ოთახი და იმპერატორების გალერეა ჩამონგრეული ჭერის გამო ნახევარ წელზე მეტხანს დაკეტილი იყო. სამომავლოდ საგამოფენო სივრცეების მეცნიერული კვლევა და სრული რეაბილიტაციაც იგეგმება“, – აცხადებენ ხელოვნების სასახლეში.
დადიანების სასახლის რესტავრაციისთვის საქართველოში აშშ-ის საელჩომ გრანტი გამოყო, რომლის ოდენობაც 300 ათას დოლარს შეადგენს.
„ჩვენი ეროვნული მემკვიდრეობის უმნიშვნელოვანესი ძეგლი – ზუგდიდის დადიანების სასახლე გადარჩება და დაიბრუნებს თავის ისტორიულ იერსახეს“, – განაცხადა ხელოვნების სასახლის დირექტორმა გიორგი კალანდიამ.
დადიანების სასახლე ზუგდიდის ცენტრში მდებარეობს და ქალაქის მთავარ ღირსშესანიშნაობას წარმოადგენს. ადრე ისტორიული სასახლე სამეგრელოს მთავრების დადიანების რეზიდენცია იყო.
რეზიდენცია სალხინოში, მდინარე ტეხურის პირას სამეგრელოს მთავარმა ლევან V დადიანმა (1793—1846) XIX საუკუნის პირველ ნახევარში ააგო.
ამ დროისათვის სასახლეში 40 ათასზე მეტი ექსპონატი ინახება. მუზეუმის ოქროს ფონდში დაცულია ანტიკური და შუა საუკუნეების ოქროს ნაკეთობები. უნიკალურ ექსპონატებს შორისაა ღვთისმშობლის კვართი, ნაპოლეონ ბონაპარტის ნიღაბი, XVIII-XX საუკუნეების ევროპელი და ქართველი მხატვრების ფერწერული ნამუშევრები.
დადიანების კარმიდამო ასევე განთქმულია თავისი ბაღით, რომელიც ახლა ცნობილია როგორც ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი. ბაღის გასაშენებლად სპეციალურად XIX საუკუნეში ევროპელი მებაღეები მოიწვიეს და ევროპიდან იშვიათი ჯიშის მცენარეები ჩამოიტანეს. 26,4 ჰექტარზე გაშენებულ ბაღში ხარობს ხეები, რომლებიც თითქმის 200 წლისაა — ევრაზიული კონტინენტის ერთეული ეგზემპლარები.
ისტორიული მონაცემების მიხედვით, ზუგდიდის ბაღმა დეკორატიული სახე 1840 წელს მიიღო, როდესაც მასზე ზრუნვა სამეგრელოს უკანასკნელმა მთავარმა დავით დადიანმა და მისმა მეუღლემ ეკატერინე ჭავჭავაძემ დაიწყეს.