ქარი, ნისლი და წვიმა: როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში უახლოეს დღეებში

© photo: Sputnik / Stringerნისლიანი თბილისი
ნისლიანი თბილისი - Sputnik საქართველო, 1920, 29.11.2022
გამოწერა
გარემოს ეროვნულმა სააგენტომ უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი გამოაქვეყნა.
თბილისი, 29 ნოემბერი – Sputnik. სინოპტიკოსები საქართველოს ტერიტორიაზე უახლოეს დღეებში წვიმიან და ნისლიან ამინდს პროგნოზირებენ.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 3 დეკემბრამდე დასავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონებში სითბოს ფონზე მცირე წვიმაა მოსალოდნელი. შავი ზღვის სანაპირო რაიონებში, ზემო იმერეთსა და კოლხეთის დაბლობზე კი იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა დღისით დაბლობ რაიონებში +14-19 გრადუსი იქნება.

აღმოსავლეთ საქართველოში კი მოსალოდნელია შედარებით ცივი, ღრუბლიანი, ნისლიანი და დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი. ჰაერის ტემპერატურა ბარში დღის საათებში +4-9 გრადუსი დაფიქსირდება.

რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისში 3 დეკემბრამდე შედარებით ცივი, ღრუბლიანი, ნისლიანი და დროგამოშვებით წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +7-9 გრადუსი იქნება.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
ყველა ახალი ამბავი
0