https://sputnik-georgia.com/20221128/vladimir-putini-saertasoriso-vawroba-krizissia-272528925.html
ვლადიმირ პუტინი: საერთაშორისო ვაჭრობა კრიზისშია
ვლადიმირ პუტინი: საერთაშორისო ვაჭრობა კრიზისშია
Sputnik საქართველო
რუსეთი ფართომასშტაბიან ზომებს იღებს ექსპორტ-იმპორტის ოპერაციების ახალ ბაზრებზე გადასაყვანად, განაცხადა პუტინმა. 28.11.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-11-28T19:37+0400
2022-11-28T19:37+0400
2023-07-20T15:48+0400
მსოფლიო დღეს
რუსეთი
ყაზახეთი
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0a/1c/271722849_0:159:3073:1888_1920x0_80_0_0_b7bc1e71b130ca057e61381f19c96e43.jpg
თბილისი, 28 ნოემბერი – Sputnik. რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ საერთაშორისო ვაჭრობა კრიზისშია და რუსეთი თავისი ეკონომიკის ახალ ბაზრებზე გადამისამართებაზე მუშაობს, წერს „რია ნოვოსტი“.ამის შესახებ რუსეთის სახელმწიფოს მეთაურმა რუსეთსა და ყაზახეთს შორის რეგიონთაშორისი თანამშრომლობის XVIII ფორუმის მონაწილეების წინაშე გამოსვლისას განაცხადა.რუსეთის ლიდერმა ხაზი გაუსვა, რომ ორ ქვეყანას აქვს ფართო პერსპექტივები ერთობლივი მუშაობისთვის სხვადასხვა დარგებში, მათ შორის მაღალი ტექნოლოგიების მიმართულებით.პუტინმა ასევე აღნიშნა, რომ რუსეთი იყო და რჩება ერთ-ერთ უმსხვილეს ინვესტორად ყაზახეთის ეკონომიკაში: კაპიტალდაბანდებების მთლიანი მოცულობა შეფასებულია თითქმის 17 მილიარდ დოლარად. ეკონომიკის უკლებლივ ყველა ძირითად დარგში 30-ზე მეტი მსხვილი საინვესტიციო პროექტი ხორციელდება, ხაზგასმით აღნიშნა პუტინმა.პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ მისი ყაზახი კოლეგა კასიმ-ჟომარტ ტოკაევი ხელახალი არჩევის შემდეგ პირველად სწორედ რუსეთს ეწვია. პუტინმა ამ ვიზიტს განსაკუთრებული უწოდა, მისი თქმით, ეს ხაზს უსვამს ორი ქვეყნის ურთიერთობების ხარისხს. ტოკაევმაც თავის ვიზიტს სიმბოლური უწოდა და ყურადღება მის პოლიტიკურ მნიშვნელობაზე გაამახვილა.წელს ფორუმი ორენბურგში იმართება და საერთაშორისო ვაჭრობაში ინფრასტრუქტურული შეზღუდვების მოხსნას ეძღვნება. დისკუსიაში მონაწილეობენ ხელისუფლების, ბიზნესის და საექსპერტო წრეების წარმომადგენლები. ორი ქვეყნის პრეზიდენტებმა ფორუმის მონაწილეებს ვიდეოკავშირით მიმართეს.
ყაზახეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0a/1c/271722849_172:0:2901:2047_1920x0_80_0_0_a9c09624a73175743d42692babd86fb8.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
რუსეთი, ყაზახეთი, მსოფლიოს ახალი ამბები
რუსეთი, ყაზახეთი, მსოფლიოს ახალი ამბები
ვლადიმირ პუტინი: საერთაშორისო ვაჭრობა კრიზისშია
19:37 28.11.2022 (განახლებულია: 15:48 20.07.2023) რუსეთი ფართომასშტაბიან ზომებს იღებს ექსპორტ-იმპორტის ოპერაციების ახალ ბაზრებზე გადასაყვანად, განაცხადა პუტინმა.
თბილისი, 28 ნოემბერი – Sputnik. რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ საერთაშორისო ვაჭრობა კრიზისშია და რუსეთი თავისი ეკონომიკის ახალ ბაზრებზე გადამისამართებაზე მუშაობს, წერს „რია ნოვოსტი“.
ამის შესახებ რუსეთის სახელმწიფოს მეთაურმა რუსეთსა და ყაზახეთს შორის რეგიონთაშორისი თანამშრომლობის XVIII ფორუმის მონაწილეების წინაშე გამოსვლისას განაცხადა.
„საერთაშორისო ვაჭრობა კრიზისშია. ამის გათვალისწინებით რუსეთში ფართომასშტაბიანი ღონისძიებები ტარდება ექსპორტ-იმპორტის ოპერაციების ახალ ბაზრებზე გადასაყვანად, მიმდინარეობს მუშაობა ახალი ძირითადი საერთაშორისო დერეფნების (აღმოსავლეთი-დასავლეთის და ჩრდილოეთი-სამხრეთის) აღჭურვისა და ეფექტურობის გასაუმჯობესებლად“, – განაცხადა პუტინმა.
რუსეთის ლიდერმა ხაზი გაუსვა, რომ ორ ქვეყანას აქვს ფართო პერსპექტივები ერთობლივი მუშაობისთვის სხვადასხვა დარგებში, მათ შორის მაღალი ტექნოლოგიების მიმართულებით.
პუტინმა ასევე აღნიშნა, რომ რუსეთი იყო და რჩება ერთ-ერთ უმსხვილეს ინვესტორად ყაზახეთის ეკონომიკაში: კაპიტალდაბანდებების მთლიანი მოცულობა შეფასებულია თითქმის 17 მილიარდ დოლარად. ეკონომიკის უკლებლივ ყველა ძირითად დარგში 30-ზე მეტი მსხვილი საინვესტიციო პროექტი ხორციელდება, ხაზგასმით აღნიშნა პუტინმა.
პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ მისი ყაზახი კოლეგა კასიმ-ჟომარტ ტოკაევი ხელახალი არჩევის შემდეგ პირველად სწორედ რუსეთს ეწვია. პუტინმა ამ ვიზიტს განსაკუთრებული უწოდა, მისი თქმით, ეს ხაზს უსვამს ორი ქვეყნის ურთიერთობების ხარისხს. ტოკაევმაც თავის ვიზიტს სიმბოლური უწოდა და ყურადღება მის პოლიტიკურ მნიშვნელობაზე გაამახვილა.
წელს ფორუმი ორენბურგში იმართება და საერთაშორისო ვაჭრობაში ინფრასტრუქტურული შეზღუდვების მოხსნას ეძღვნება. დისკუსიაში მონაწილეობენ ხელისუფლების, ბიზნესის და საექსპერტო წრეების წარმომადგენლები. ორი ქვეყნის პრეზიდენტებმა ფორუმის მონაწილეებს ვიდეოკავშირით მიმართეს.