https://sputnik-georgia.com/20221128/tbilisis-centrsi-transportis-gadaadgilebis-sqema-droebit-icvleba-272530869.html
თბილისის ცენტრში ტრანსპორტის მოძრაობის სქემა დროებით შეიცვლება
თბილისის ცენტრში ტრანსპორტის მოძრაობის სქემა დროებით შეიცვლება
Sputnik საქართველო
მერიის ცნობით, აღნიშნულ საგზაო მონაკვეთში სამუშაოებია დაგეგმილი. 28.11.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-11-28T21:08+0400
2022-11-28T21:08+0400
2022-11-28T22:47+0400
ახალი ამბები
საქართველო
თბილისი დღეს
თბილისის მერია
ტრანსპორტი საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/09/13/270560796_0:120:1280:840_1920x0_80_0_0_76303cce0a8392ea3469fb717a0dfb3b.jpg
თბილისი, 28 ნოემბერი – Sputnik. მერაბ კოსტავას ქუჩაზე, თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზიდან ჭოველიძის ქუჩის კვეთამდე 29 ნოემბრის 00:00 საათიდან 5 დეკემბრამდე სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილების სქემა შეიცვლება. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.მერიის ცნობით, აღნიშნულ საგზაო მონაკვეთში სამუშაოებია დაგეგმილი.კერძოდ, რუსთაველის გამზირიდან მოძრავი სატრანსპორტო საშუალებები ქიაჩელისა და ახვლედიანის ქუჩებიდან გადაადგილდებიან მერაბ კოსტავას ქუჩისა და გმირთა მოედნის მიმართულებით ნიკოლაძის ქუჩის გავლით.რაც შეეხება მელიქიშვილის გამზირიდან მოძრავ სატრანსპორტო საშუალებებს, ამ შემთხვევაში მიმართულება დარჩება უცვლელი და მძღოლები როგორც რუსთაველის გამზირის მიმართულებით, ასევე მარცხნივ მოხვევით კოსტავას ქუჩისა და გმირთა მოედნის მიმართულებით გადაადგილდებიან.რუსთაველის გამზირიდან გმირთა მოედნის მიმართულებით მოძრავი ავტობუსები: N306, N310, N314, N326, N331, N337, N342, N352, N358, N378, N391, N397, N301, N345, N359, N388 და მიკროავტობუსები: N472, N532, N540, N541 პირველი რესპუბლიკის მოედნის საშუალებით ქიაჩელისა და ნიკო ნიკოლაძის ქუჩებზე გადავლენ, შემდეგ კი მერაბ კოსტავას ქუჩით დაუკავშირდებიან გმირთა მოედანს და მოძრაობას დადგენილი სქემით განაგრძობენ.უკუმიმართულებისას საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობის სქემა არ იცვლება.წყარო - მერია
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/09/13/270560796_0:0:1280:960_1920x0_80_0_0_46f9bdd8ea83f69fb76a49c07baa4f94.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, თბილისი დღეს, თბილისის მერია, ტრანსპორტი საქართველოში
ახალი ამბები, საქართველო, თბილისი დღეს, თბილისის მერია, ტრანსპორტი საქართველოში
თბილისის ცენტრში ტრანსპორტის მოძრაობის სქემა დროებით შეიცვლება
21:08 28.11.2022 (განახლებულია: 22:47 28.11.2022) მერიის ცნობით, აღნიშნულ საგზაო მონაკვეთში სამუშაოებია დაგეგმილი.
თბილისი, 28 ნოემბერი – Sputnik. მერაბ კოსტავას ქუჩაზე, თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზიდან ჭოველიძის ქუჩის კვეთამდე 29 ნოემბრის 00:00 საათიდან 5 დეკემბრამდე სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილების სქემა შეიცვლება. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
მერიის ცნობით, აღნიშნულ საგზაო მონაკვეთში სამუშაოებია დაგეგმილი.
კერძოდ, რუსთაველის გამზირიდან მოძრავი სატრანსპორტო საშუალებები ქიაჩელისა და ახვლედიანის ქუჩებიდან გადაადგილდებიან მერაბ კოსტავას ქუჩისა და გმირთა მოედნის მიმართულებით ნიკოლაძის ქუჩის გავლით.
რაც შეეხება მელიქიშვილის გამზირიდან მოძრავ სატრანსპორტო საშუალებებს, ამ შემთხვევაში მიმართულება დარჩება უცვლელი და მძღოლები როგორც რუსთაველის გამზირის მიმართულებით, ასევე მარცხნივ მოხვევით კოსტავას ქუჩისა და გმირთა მოედნის მიმართულებით გადაადგილდებიან.
რუსთაველის გამზირიდან გმირთა მოედნის მიმართულებით მოძრავი ავტობუსები: N306, N310, N314, N326, N331, N337, N342, N352, N358, N378, N391, N397, N301, N345, N359, N388 და მიკროავტობუსები: N472, N532, N540, N541 პირველი რესპუბლიკის მოედნის საშუალებით ქიაჩელისა და ნიკო ნიკოლაძის ქუჩებზე გადავლენ, შემდეგ კი მერაბ კოსტავას ქუჩით დაუკავშირდებიან გმირთა მოედანს და მოძრაობას დადგენილი სქემით განაგრძობენ.
უკუმიმართულებისას საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობის სქემა არ იცვლება.