თბილისი-სენაკი-ლესელიძის გზაზე უსაფრთხოების ზომებს აუმჯობესებენ

© photo: Sputnik / Stringerავტომობილები გზაზე
ავტომობილები გზაზე - Sputnik საქართველო, 1920, 28.11.2022
გამოწერა
გზაზე ამონტაჟებენ სპეციალურ ლითონის კონსტრუქციას, რომლის სიგრძე დაახლოებით 80 კილომეტრია.
თბილისი, 28 ნოემბერი – Sputnik. თბილისი–სენაკი–ლესელიძის საერთაშორისო მნიშვნელობის გზაზე აქტიურად მიმდინარეობს საგზაო უსაფრთხოების გაუმჯობესების სამუშაოები, იუწყება საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი.
საუბარია საავტომობილო გზის 19–56 და 57–132 კმ მონაკვეთებზე.
პროექტის ფარგლებში გზაზე ამონტაჟებენ სპეციალურ ლითონის კონსტრუქციას, რომლის სიგრძე დაახლოებით 80 ათასი მეტრია.
ასევე გორი–თბილისის მონაკვეთზე მიმდინარეობს გარე განათების ქსელის მოწყობის სამუშაოები. 6 მლნ ლარის ღირებულების სამუშაოები წლის ბოლოსთვის დასრულდება.
საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების სამუშაოებს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო 2022–2023 წლებში საგზაო უსაფრთხოების მიზნით მოქმედებების გეგმის ფარგლებში ახორციელებს.
ამ პროექტების ღირებულება 19 მლნ ლარს შეადგენს. სამუშაოების დასრულება წლის ბოლოსთვის იგეგმება.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
ყველა ახალი ამბავი
0