https://sputnik-georgia.com/20221128/swift-rosselxozbanki-272515368.html
ევროკომისიამ შესაძლოა „როსსელხოზბანკი“ SWIFT-ში ხელახლა ჩართოს
ევროკომისიამ შესაძლოა „როსსელხოზბანკი“ SWIFT-ში ხელახლა ჩართოს
Sputnik საქართველო
თბილისი, 28 ნოემბერი − Sputnik. ევროკომისია განიხილავს რუსეთის ბანკ „როსსელხოზბანკისთვის“ სანქციების მოხსნისა და საერთაშორისო ბანკთაშორის სისტემა SWIFT-თან... 28.11.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-11-28T13:22+0400
2022-11-28T13:22+0400
2023-07-20T15:48+0400
მსოფლიო დღეს
სანქციები რუსეთის წინააღმდეგ
ევროკომისია
პოლიტიკა
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/05/1f/251884930_0:75:1600:975_1920x0_80_0_0_8338bc7e5bfaab9f31c9eefffb9b6808.jpg
თბილისი, 28 ნოემბერი − Sputnik. ევროკომისია განიხილავს რუსეთის ბანკ „როსსელხოზბანკისთვის“ სანქციების მოხსნისა და საერთაშორისო ბანკთაშორის სისტემა SWIFT-თან კვლავ მიერთების შესაძლებლობას, წერს რუსული მედია ევროკომისიის ოფიციალურ წარმომადგენელ პეტერ სტანოზე დაყრდნობით.სტანოს თქმით, ბრიუსელმა ცნობად მიიღო მოსკოვის პრეტენზიები „როსსელხოზბანკის“ როლის თაობაზე იმ გარიგებებში, რომლებიც სურსათითა და სოფლის მეურნეობის პროდუქციით, მათ შორის, მარცვლეულითა და სასუქით მესამე ქვეყნებთან ვაჭრობას შეეხება.მისი თქმით, „სპეციალური ოპერაციის“ გამო რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ და მოქმედ ზომებში ნებისმიერ ცვლილებას ევროკავშირის ყველა წევრის ერთსულოვანი თანხმობა სჭირდება.როგორც ევროკომისიის წარმომადგენელმა განაცხადა, ამ დროისათვის „გადახდის არხების საკმარისი რაოდენობა კვლავ ღია რჩება“. რუსული ბანკების უმეტესობა, მათ შორის ისეთი მსხვილი ბანკები, როგორიცაა „გაზპრომბანკი“, არ არის სანქცირებული და არ გათიშულა SWIFT-დან.დიპლომატის თქმით, ევროპელ ოპერატორებს აქვთ უფლება, ითანამშრომლონ სანქცირებულ რუსულ ბანკებთან იმ შემთხვევაში, თუ გარიგება კვების პროდუქტებსა და სასუქებს შეეხება.რუსეთმა მარცვლეულის შეთანხმების გაგრძელების სანაცვლოდ „როსსელხოზბანკისთვის“ დაწესებული სანქციების გაუქმება მოითხოვა, რომელიც SWIFT-დან გათიშულია. როგორც მანამდე გაზეთი Financial Times წერდა წყაროებზე დაყრდნობით, შეერთებული შტატები „როსსელხოზბანკს“ ამერიკულ ბანკებთან საკორესპონდენტო ურთიერთობების დამყარებაში უფრო დაეხმარება, ვიდრე SWIFT-თან მის ხელახლა მიერთებას დაუშვებს.
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/05/1f/251884930_0:0:1600:1200_1920x0_80_0_0_2d94ff2a2a4ad4af35a6f81522a12ab9.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
სანქციები რუსეთის წინააღმდეგ, ევროკომისია, პოლიტიკა, მსოფლიოს ახალი ამბები
სანქციები რუსეთის წინააღმდეგ, ევროკომისია, პოლიტიკა, მსოფლიოს ახალი ამბები
თბილისი, 28 ნოემბერი − Sputnik. ევროკომისია განიხილავს რუსეთის ბანკ „როსსელხოზბანკისთვის“ სანქციების მოხსნისა და საერთაშორისო ბანკთაშორის სისტემა SWIFT-თან კვლავ მიერთების შესაძლებლობას, წერს რუსული მედია ევროკომისიის ოფიციალურ წარმომადგენელ პეტერ სტანოზე დაყრდნობით.
სტანოს თქმით, ბრიუსელმა ცნობად მიიღო მოსკოვის პრეტენზიები „როსსელხოზბანკის“ როლის თაობაზე იმ გარიგებებში, რომლებიც სურსათითა და სოფლის მეურნეობის პროდუქციით, მათ შორის, მარცვლეულითა და სასუქით მესამე ქვეყნებთან ვაჭრობას შეეხება.
„ჩვენ სათანადოდ მივიღეთ ცნობად რუსეთის პრეტენზიები „როსსელხოზბანკის“ როლთან დაკავშირებით სურსათთან და სოფლის მეურნეობასთან დაკავშირებულ ტრანზაქციებში, ასევე სავარაუდო სირთულეები, რომლებიც SWIFT-დან მისი გათიშვითაა გამოწვეული“, − განუცხადა სტანომ გამოცემა „იზვესტიას“.
მისი თქმით, „სპეციალური ოპერაციის“ გამო რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ და მოქმედ ზომებში ნებისმიერ ცვლილებას ევროკავშირის ყველა წევრის ერთსულოვანი თანხმობა სჭირდება.
როგორც ევროკომისიის წარმომადგენელმა განაცხადა, ამ დროისათვის „გადახდის არხების საკმარისი რაოდენობა კვლავ ღია რჩება“. რუსული ბანკების უმეტესობა, მათ შორის ისეთი მსხვილი ბანკები, როგორიცაა „გაზპრომბანკი“, არ არის სანქცირებული და არ გათიშულა SWIFT-დან.
დიპლომატის თქმით, ევროპელ ოპერატორებს აქვთ უფლება, ითანამშრომლონ სანქცირებულ რუსულ ბანკებთან იმ შემთხვევაში, თუ გარიგება კვების პროდუქტებსა და სასუქებს შეეხება.
რუსეთმა მარცვლეულის შეთანხმების გაგრძელების სანაცვლოდ „როსსელხოზბანკისთვის“ დაწესებული სანქციების გაუქმება მოითხოვა, რომელიც SWIFT-დან გათიშულია. როგორც მანამდე გაზეთი Financial Times წერდა წყაროებზე დაყრდნობით, შეერთებული შტატები „როსსელხოზბანკს“ ამერიკულ ბანკებთან საკორესპონდენტო ურთიერთობების დამყარებაში უფრო დაეხმარება, ვიდრე SWIFT-თან მის ხელახლა მიერთებას დაუშვებს.