https://sputnik-georgia.com/20221128/saakasvilis-sasamartlo-eqs-prezidentis-janmrtelobis-mdgomareobis-gamo-gaurkveveli-vadit-gadaido-272530621.html
სააკაშვილის სასამართლო მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გაურკვეველი ვადით გადაიდო
სააკაშვილის სასამართლო მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გაურკვეველი ვადით გადაიდო
Sputnik საქართველო
უახლოეს დღეებში დაცვის მხარე აპირებს მიმართოს სასამართლოს ექს-პრეზიდენტის სასჯელის გადავადების შუამდგომლობით, განაცხადა ადვოკატმა. 28.11.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-11-28T20:44+0400
2022-11-28T20:44+0400
2022-11-28T22:45+0400
ახალი ამბები
საქართველო
მიხეილ სააკაშვილი
პოლიტიკა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/04/14/266113080_0:0:3641:2048_1920x0_80_0_0_b1bac52dc36d97cfd66011fade967947.jpg
თბილისი, 28 ნოემბერი – Sputnik. კლინიკა „ვივამედმა“ მიზანშეწონილად არ მიიჩნია საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა თბილისის საქალაქო სასამართლოში, სადაც მის მიერ სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის საქმის განხილვა უნდა გამართულიყო.ექს-პრეზიდენტს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები 50-დღიანი შიმშილობის შემდეგ დაეწყო. ის 12 მაისის შემდეგ სამოქალაქო კლინიკა „ვივამედში“ იმყოფება.სასამართლო სხდომა მსჯავრდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ადრეც არაერთხელ გადაიდო. თუმცა ამჯერად ექს-პრეზიდენტის ადვოკატებმა განაცხადეს, რომ სააკაშვილს სურდა სასამართლო პროცესზე დასწრება. მის მხარდასაჭერად სასამართლოსთან ოჯახის წევრები, მეგობრები და მხარდამჭერებიც შეიკრიბნენ.მაგრამ მსჯავრდებული სასამართლოში არ მიუყვანიათ. სააკაშვილის არყოფნა მოსამართლემ ახსნა კლინიკა „ვივამედიდან“ წარმოდგენილი ცნობით, რომელშიც აღნიშნულია, რომ სამედიცინო დაწესებულებამ სააკაშვილის ტრანსპორტით გადაყვანა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არამიზანშეწონილად მიიჩნია.ადვოკატებს უცნაურად მოეჩვენათ ის გარემოება, რომ ამჯერად სასამართლო სხდომა გაურკვეველი დროით გადაიდო.სააკაშვილის მეორე ადვოკატის შალვა ხაჭაპურიძის თქმით, უახლოეს დღეებში დაცვის მხარე აპირებს მიმართოს სასამართლოს ექს-პრეზიდენტისთვის სასჯელის გადავადების შუამდგომლობით.საქართველოს კანონმდებლობით, ავადმყოფობის გამო სასჯელისგან გათავისუფლების ან სასჯელის გადავადების გადაწყვეტილებას იღებს სასამართლო სამედიცინო კომისიის დასკვნის საფუძველზე, რომელშიც საუბარია სასიკვდილო შედეგის მაღალ რისკზე ან სასიცოცხლო პარამეტრების შენარჩუნების სირთულეზე სასჯელის მოხდის პირობებში.სააკაშვილი საქართველოში უკრაინიდან მალულად 2021 წლის 29 სექტემბერს დაბრუნდა. ის 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს.საზღვრის უკანონო გადაკვეთის საქმის გარდა, რისთვისაც მას სამიდან ხუთ წლამდე პატიმრობა ემუქრება, თბილისის საქალაქო სასამართლო მის წინააღმდეგ განიხილავს კიდევ ორ საქმეს – სახელმწიფო სახსრების გაფლანგვის და 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევის საქმეებს.ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/04/14/266113080_0:0:2731:2048_1920x0_80_0_0_052544ff24a9683ff76368d395a741f3.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, მიხეილ სააკაშვილი , პოლიტიკა საქართველოში
ახალი ამბები, საქართველო, მიხეილ სააკაშვილი , პოლიტიკა საქართველოში
სააკაშვილის სასამართლო მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გაურკვეველი ვადით გადაიდო
20:44 28.11.2022 (განახლებულია: 22:45 28.11.2022) უახლოეს დღეებში დაცვის მხარე აპირებს მიმართოს სასამართლოს ექს-პრეზიდენტის სასჯელის გადავადების შუამდგომლობით, განაცხადა ადვოკატმა.
თბილისი, 28 ნოემბერი – Sputnik. კლინიკა „ვივამედმა“ მიზანშეწონილად არ მიიჩნია საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა თბილისის საქალაქო სასამართლოში, სადაც მის მიერ სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის საქმის განხილვა უნდა გამართულიყო.
ექს-პრეზიდენტს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები 50-დღიანი შიმშილობის შემდეგ დაეწყო. ის 12 მაისის შემდეგ სამოქალაქო კლინიკა „ვივამედში“ იმყოფება.
სასამართლო სხდომა მსჯავრდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ადრეც არაერთხელ გადაიდო. თუმცა ამჯერად ექს-პრეზიდენტის ადვოკატებმა განაცხადეს, რომ სააკაშვილს სურდა სასამართლო პროცესზე დასწრება. მის მხარდასაჭერად სასამართლოსთან ოჯახის წევრები, მეგობრები და მხარდამჭერებიც შეიკრიბნენ.
მაგრამ მსჯავრდებული სასამართლოში არ მიუყვანიათ. სააკაშვილის არყოფნა მოსამართლემ ახსნა კლინიკა „ვივამედიდან“ წარმოდგენილი ცნობით, რომელშიც აღნიშნულია, რომ სამედიცინო დაწესებულებამ სააკაშვილის ტრანსპორტით გადაყვანა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არამიზანშეწონილად მიიჩნია.
ადვოკატებს უცნაურად მოეჩვენათ ის გარემოება, რომ ამჯერად სასამართლო სხდომა გაურკვეველი დროით გადაიდო.
„არ ვიცი მიზეზი, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ სააკაშვილი „ვივამედში“ მაისიდან იმყოფება და მისი ჯანმრთელობა არათუ არ გაუმჯობესდა, არამედ გაუარესდა იმ კონდიციამდე, რომ შეუძლებელია მისი ტრანსპორტირება სამ კილომეტრზეც კი“, – განუცხადა ადვოკატმა დიმიტრი საძაგლიშვილმა ჟურნალისტებს.
სააკაშვილის მეორე ადვოკატის შალვა ხაჭაპურიძის თქმით, უახლოეს დღეებში დაცვის მხარე აპირებს მიმართოს სასამართლოს ექს-პრეზიდენტისთვის სასჯელის გადავადების შუამდგომლობით.
„ჩვენ მკაცრად შედგენილი გეგმით მივდივართ. ამ დღეებში სასჯელის გადავადების შუამდგომლობას წარვადგენთ. დარჩენილია ტექნიკური საკითხები და ორ-სამ დღეში შუამდგომლობა სასამართლოში იქნება... სააკაშვილი იმდენად მძიმედაა ავად, რომ კლინიკა „ვივამედმაც“ კი გასცა დოკუმენტი, რომ მისი ტრანსპორტირება და პროცესზე გამოცხადება შეუძლებელია“, – განაცხადა ხაჭაპურიძემ „TV პირველის“ ეთერში.
საქართველოს კანონმდებლობით, ავადმყოფობის გამო სასჯელისგან გათავისუფლების ან სასჯელის გადავადების გადაწყვეტილებას იღებს სასამართლო სამედიცინო კომისიის დასკვნის საფუძველზე, რომელშიც საუბარია სასიკვდილო შედეგის მაღალ რისკზე ან სასიცოცხლო პარამეტრების შენარჩუნების სირთულეზე სასჯელის მოხდის პირობებში.
სააკაშვილი საქართველოში უკრაინიდან მალულად 2021 წლის 29 სექტემბერს დაბრუნდა. ის 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს.
საზღვრის უკანონო გადაკვეთის საქმის გარდა, რისთვისაც მას სამიდან ხუთ წლამდე პატიმრობა ემუქრება, თბილისის საქალაქო სასამართლო მის წინააღმდეგ განიხილავს კიდევ ორ საქმეს – სახელმწიფო სახსრების გაფლანგვის და 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევის საქმეებს.