ქართველმა მოციგურავეებმა დორტმუნდის ტურნირი მოიგეს

© courtesy of Georgian Figure Skating Federationმარია კაზაკოვა და გიორგი რევია
მარია კაზაკოვა და გიორგი რევია - Sputnik საქართველო, 1920, 28.11.2022
გამოწერა
გერმანიის ქალაქ დორტმუნდში საქართველოს წარმომადგენლებისთვის NRW Trophy-ს თასი წარმატებით დასრულდა.
თბილისი, 28 ნოემბერი – Sputnik. მოციგურავეების წყვილი საქართველოდან – მარია კაზაკოვა და გიორგი რევია NRW Trophy-ს თასის გამარჯვებული გახდა. ტურნირი გერმანიის ქალაქ დორტმუნდში დამთავრდა, ნათქვამია საქართველოს ფიგურული სრიალის ფედერაციის განცხადებაში.
ტურნირი მიმდინარეობდა ფინეთის ქალაქ ესპოში გრან-პრის სერიის ფინალური ეტაპის პარალელურად, სადაც ქართველმა მოციგურავეებმა ანასტასია მეტელკინამ და დანიილ პარკმანმა მესამე ადგილი დაიკავეს.
სპორტული ცეკვების კატეგორიაში ქართველმა სპორტსმენებმა შვიდი ქვეყნის წარმომადგენელ წყვილებს შორის ოქროს მედალი მოიპოვეს. მათ ჯამში 188,38 ქულა დააგროვეს და ეს შედეგი მარიასა და გიორგის საუკეთესო შედეგია ამ სეზონზე.
„ქართველი მოციგურავეები ყოველ ტურნირზე აუმჯობესებენ თავიანთ შედეგს, რაც ევროპის ჩემპიონატის წინ მათი სპორტული ფორმის შენარჩუნებასა და პროგრამების მეტად სრულყოფას უწყობს ხელს“, – ნათქვამია საქართველოს ფიგურული სრიალის ფედერაციის განცხადებაში.
მეორე ადგილზე გავიდნენ მოციგურავეები პოლონეთიდან, ხოლო მესამეზე – გერმანიიდან.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
ყველა ახალი ამბავი
0