მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

პირველად იანვრიდან: ნავთობის ფასმა 81 დოლარზე ქვემოთ დაიწია

© AFP 2024 / ISABEL INFANTES
  - Sputnik საქართველო, 1920, 28.11.2022
გამოწერა
თბილისი, 28 ნოემბერი − Sputnik. ლონდონის ბირჟა ICE-ზე, პირველად მიმდინარე წლის 11 იანვრიდან, Brent-ის მარკის ნავთობის ფიუჩერსების ფასმა ერთ ბარელზე 81 დოლარზე ქვემოთ დაიწია.
დილის ინფორმაციით, თებერვლის ფიუჩერსები 06:36 საათისთვის (თბილისის დროით) ერთ ბარელზე 81 დოლარზე ნაკლები ღირდა, თუმცა ერთი წუთის შემდეგ 81,73 დოლარამდე აიწია. სულ ბოლოს ასეთი ფასი Brent-ზე წლის დასაწყისში დაფიქსირდა, როდესაც 10 იანვარს ამ მარკის ნავთობის ფასმა 81,37 დოლარი შეადგინა.
ამასთან აღინიშნება, რომ დილის ვაჭრობაზე WTI-ს მარკის ნავთობზე თებერვლის ფიუჩერსების ფასი 2,6%-ით შემცირდა და 06:17 საათისთვის (თბილისის დროით) 74,42 დოლარი შეადგინა ერთ ბარელზე.
როგორც ცნობილია, 5 დეკემბერს ძალაში შედის ევროკავშირის ემბარგო რუსეთიდან საზღვაო გზებით გადაზიდულ ნავთობზე, რასაც ანტირუსული სანქციების მეექვსე პაკეტი ითვალისწინებს. იმავე დღეს უნდა ამოქმედდეს სანქციების მერვე პაკეტით გათვალისწინებული რესტრიქციაც, რაც რუსულ ნავთობზე ფასების შეზღუდვას მოიცავს.
ევროკავშირის ქვეყნები ბოლო რამდენიმე თვეა ცდილობენ შეათანხმონ რუსულ ნავთობზე ზედა ზღვრული ფასი, თუმცა წევრი ქვეყნების მოსაზრება, თუ რამდენი უნდა იყოს მაქსიმალური ღირებულება, ერთმანეთისგან განსხვავდება. ევროკავშირის ქვეყნების უმეტესობა ბარელზე 65-70 დოლარის მომხრეა, მაგრამ, მაგალითად, პოლონეთი დაჟინებით მოითხოვს, რომ ზედა ზღვარი რუსულ ნავთობზე 30 დოლარზე დაწესდეს.
რუსულმა მხარემ არაერთხელ გააფრთხილა დასავლეთი, რომ შეწყვეტს ენერგორესურსების მიწოდებას იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც ზღვრულ ფასს დააწესებენ.
ყველა ახალი ამბავი
0