https://sputnik-georgia.com/20221128/monazvnis-jgufurad-gaupatiurebis-braldebit-dakavebul-pirebs-patimroba-seefardat-272528744.html
მონაზვნის ჯგუფურად გაუპატიურების ბრალდებით დაკავებულ პირებს პატიმრობა შეეფარდათ
მონაზვნის ჯგუფურად გაუპატიურების ბრალდებით დაკავებულ პირებს პატიმრობა შეეფარდათ
Sputnik საქართველო
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულებს სასჯელის სახით 15-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ. 28.11.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-11-28T19:17+0400
2022-11-28T19:17+0400
2022-11-28T22:04+0400
ახალი ამბები
საქართველო
შემთხვევები საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/05/0a/251692026_66:171:1280:854_1920x0_80_0_0_60d55f95ca8c4139eef161de25e2f54d.jpg
თბილისი, 28 ნოემბერი – Sputnik. ხაშურის რაიონულმა სასამართლომ მონაზვნის მიმართ ჯგუფურად, განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი გაუპატიურებისა და ყაჩაღობის ფაქტებზე ბრალდებულ ორივე პირს პატიმრობა შეუფარდა.მოსამართლემ ბრალდების მხარის შუამდგომლობა სრულად დააკმაყოფილა. საქმის პროკურორის დავით ყაზარაშვილის განცხადებით, დაზარალებულმა მონაზონმა ორივე ბრალდებული ამოიცნო.შემთხვევა 25 ნოემბერს ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ცხრამუხაში მდებარე ეკლესიაში მოხდა. გამოძიების ინფორმაციით, ორი პირი თავს დაესხა მონაზონს და ძალადობის მუქარით მოსთხოვა ფული და ძვირფასეულობა. უარის მიღების შემდეგ აღნიშნულმა პირებმა მას მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა და ძალადობით, ჯგუფურად გააუპატიურეს. ასევე მონაზონს წაართვეს მობილური ტელეფონი, კვლავ სცემეს და დატოვეს უგონო მდგომარეობაში.პროკურატურის ცნობით, ბრალდებულებმა ეკლესიიდან წაიღეს შესაწირი ყუთები მასში მოთავსებული ფულით და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.საპატრიარქო მასმედიის წარმომადგენლებისთვის შეზღუდვებს აწესებს >>მომხდარ ფაქტზე სამართალდამცველებმა წარსულში ნასამართლევი, 27 და 39 წლის მამაკაცები 26 ნოემბერს დააკავეს. მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე (გაუპატიურება, ჩადენილი ჯგუფურად, დაზარალებულის მიმართ განსაკუთრებული სისასტიკით) და 179-ე (ყაჩაღობა ჩადენილი ჯგუფურად, ბინაში (საცხოვრებელ კელიაში) უკანონო შეღწევით) მუხლებით წარედგინათ.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/05/0a/251692026_344:156:1275:854_1920x0_80_0_0_75e9ee7edf4c5dac312e1bcd4cad9861.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, შემთხვევები საქართველოში
ახალი ამბები, საქართველო, შემთხვევები საქართველოში
მონაზვნის ჯგუფურად გაუპატიურების ბრალდებით დაკავებულ პირებს პატიმრობა შეეფარდათ
19:17 28.11.2022 (განახლებულია: 22:04 28.11.2022) ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულებს სასჯელის სახით 15-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
თბილისი, 28 ნოემბერი – Sputnik. ხაშურის რაიონულმა სასამართლომ მონაზვნის მიმართ ჯგუფურად, განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი გაუპატიურებისა და ყაჩაღობის ფაქტებზე ბრალდებულ ორივე პირს პატიმრობა შეუფარდა.
მოსამართლემ ბრალდების მხარის შუამდგომლობა სრულად დააკმაყოფილა. საქმის პროკურორის დავით ყაზარაშვილის განცხადებით, დაზარალებულმა მონაზონმა ორივე ბრალდებული ამოიცნო.
შემთხვევა 25 ნოემბერს ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ცხრამუხაში მდებარე ეკლესიაში მოხდა. გამოძიების ინფორმაციით, ორი პირი თავს დაესხა მონაზონს და ძალადობის მუქარით მოსთხოვა ფული და ძვირფასეულობა. უარის მიღების შემდეგ აღნიშნულმა პირებმა მას მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა და ძალადობით, ჯგუფურად გააუპატიურეს. ასევე მონაზონს წაართვეს მობილური ტელეფონი, კვლავ სცემეს და დატოვეს უგონო მდგომარეობაში.
პროკურატურის ცნობით, ბრალდებულებმა ეკლესიიდან წაიღეს შესაწირი ყუთები მასში მოთავსებული ფულით და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.
მომხდარ ფაქტზე სამართალდამცველებმა წარსულში ნასამართლევი, 27 და 39 წლის მამაკაცები 26 ნოემბერს დააკავეს. მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე (გაუპატიურება, ჩადენილი ჯგუფურად, დაზარალებულის მიმართ განსაკუთრებული სისასტიკით) და 179-ე (ყაჩაღობა ჩადენილი ჯგუფურად, ბინაში (საცხოვრებელ კელიაში) უკანონო შეღწევით) მუხლებით წარედგინათ.