ტოჩინოშინმა შემოდგომის ტურნირი უარყოფითი ბალანსით დაასრულა

© AFP 2024 / JIJI PRESSლევან გორგაძე, იგივე ტოჩინოშნი
ლევან გორგაძე, იგივე ტოჩინოშნი - Sputnik საქართველო, 1920, 27.11.2022
გამოწერა
შეჯიბრების ბოლო დღეს ტოჩინოშინი უფროს სეკიტორთან, 38 წლის კომუსუბი ტამავასისთან დამარცხდა
თბილისი, 27 ნოემბერი — Sputnik. ქართველმა სუმოისტმა ლევან გორგაძემ, იგივე ტოჩინოშინმა შემოდგომის ტურნირზე – კიუშუ ბაშოზე ასპარეზობა უარყოფითი ბალანსით დაასრულა - ექვსი გამარჯვება და ცხრა წაგება.
ტურნირის ბოლო დღეს ტოჩინოშინი უფროს სეკიტორთან, 38 წლის კომუსუბი ტამავასისთან უვატანაგეს ილეთით დამარცხდა.
შემოკდგომის ტურნირის გამარჯვებული დასავლეთის მეცხრე მაეგაშირა აბი გახდა. აბიმ პირველად მოიპოვა იმპერატორის თასი - მან ფინალის დღეს სამი გამარჯვება მოიპოვა.
აბიმ და ოძეკი ტაკაკეისემ მოგებების თანაბარი რაოდენობა დააგროვეს და ამიტომ გამარჯვებულის ვინაობა პირად შერკინებაში გაირკვა.
უახლოეს დროს იაპონიის სუმოს ასოციაცია შემოდგომის ბაშოს შედეგების მიხედვით სუმოისტების განახლებულ რეიტინგს გამოაქვეყნებს.
ყველა ახალი ამბავი
0