https://sputnik-georgia.com/20221127/saqartvelos-pirveli-pirebi-nona-gafrindasvils-warmatebas-ulocaven-272504491.html
საქართველოს პირველი პირები ნონა გაფრინდაშვილს წარმატებას ულოცავენ
საქართველოს პირველი პირები ნონა გაფრინდაშვილს წარმატებას ულოცავენ
Sputnik საქართველო
ნონა გაფრინდაშვილმა ვეტერან მოჭადრაკეთა მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მერვედ მოიპოვა. 27.11.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-11-27T20:30+0400
2022-11-27T20:30+0400
2022-11-27T20:30+0400
ახალი ამბები
საქართველო
სპორტი
კახა კალაძე
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
საქართველოს სიამაყე
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24039/72/240397274_0:2:1001:565_1920x0_80_0_0_2fdcf247559e23b59a286d31f353cdda.jpg
თბილისი, 27 ნოემბერი - Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და თბილისის მერი კახა კალაძე ლეგენდარულ ქართველ მოჭადრაკე ნონა გაფრინდაშვილს მორიგ წარმატებას ულოცავენ.ნონა გაფრინდაშვილმა 65 წელზე უფროსი ასაკის ვეტერანთა შორის მსოფლიო ჩემპიონატში მერვედ გაიმარჯვა.ირაკლი ღარიბაშვილი ნონა გაფრინდაშვილს ვეტერან მოჭადრაკეთა მსოფლიო ჩემპიონის ტიტულის მერვედ მოპოვებას ულოცავს და წარმატებას უსურვებს.გაფრინდაშვილს წარმატება კახა კალაძემაც მიულოცა და ჯანმრთელობა უსურვა.FIDE-ს ეგიდით რიგით მე-13 მსოფლიო ჩემპიონატი ვეტერან-მოჭადრაკეებს შორის იტალიის ქალაქ ასიზიში 15 ნოემბერს დაიწყო. შეჯიბრება 11 ტურს მოიცავდა და შვეიცარიული სისტემით გაიმართა. ჩემპიონატი გუშინ, 26 ნოემბერს დასრულდა.გაფრინდაშვილმა 7 ქულა დააგროვა. მან ოთხი პარტია მოიგო და ექვსი შეხვედრა ყაიმით დაასრულა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24039/72/240397274_122:0:877:566_1920x0_80_0_0_310cdc71c337256209c4cda073d42392.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, სპორტი, კახა კალაძე , საქართველოს პრემიერ–მინისტრი, საქართველოს სიამაყე
ახალი ამბები, საქართველო, სპორტი, კახა კალაძე , საქართველოს პრემიერ–მინისტრი, საქართველოს სიამაყე
საქართველოს პირველი პირები ნონა გაფრინდაშვილს წარმატებას ულოცავენ
ნონა გაფრინდაშვილმა ვეტერან მოჭადრაკეთა მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მერვედ მოიპოვა.
თბილისი, 27 ნოემბერი - Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და თბილისის მერი კახა კალაძე ლეგენდარულ ქართველ მოჭადრაკე ნონა გაფრინდაშვილს მორიგ წარმატებას ულოცავენ.
ნონა გაფრინდაშვილმა 65 წელზე უფროსი ასაკის ვეტერანთა შორის მსოფლიო ჩემპიონატში მერვედ გაიმარჯვა.
ირაკლი ღარიბაშვილი ნონა გაფრინდაშვილს ვეტერან მოჭადრაკეთა მსოფლიო ჩემპიონის ტიტულის მერვედ მოპოვებას ულოცავს და წარმატებას უსურვებს.
„მსოფლიო ჭადრაკის ლეგენდის, ნონა გაფრინდაშვილის გასაოცარი სპორტული ბიოგრაფია კიდევ ერთი დიდი გამარჯვებით გაგრძელდა. მადლობას ვუხდი ქალბატონ ნონას იმ სიხარულისთვის, რასაც ახლა თითოეული ქართველი განიცდის და კვლავაც დიდ წარმატებებს ვუსურვებ“, – ნათქვამია პრემიერის მილოცვის წერილში.
გაფრინდაშვილს წარმატება კახა კალაძემაც მიულოცა და ჯანმრთელობა უსურვა.
„ბედნიერებაა, როდესაც ქვეყანას ჰყავს ასეთი ტიტულოვანი მოჭადრაკე – თერთმეტი საჭადრაკო ოლიმპიადის გამარჯვებული და ხუთგზის მსოფლიო ჩემპიონი კლასიკურ ჭადრაკში. ქალბატონ ნონას ვუსურვებ ჯანმრთელობას, კიდევ ბევრჯერ გაეხარებინოს საკუთარი ქვეყანა და ხალხი“, – დაწერა თბილისის მერმა სოციალურ ქსელში.
FIDE-ს ეგიდით რიგით მე-13 მსოფლიო ჩემპიონატი ვეტერან-მოჭადრაკეებს შორის იტალიის ქალაქ ასიზიში 15 ნოემბერს დაიწყო. შეჯიბრება 11 ტურს მოიცავდა და შვეიცარიული სისტემით გაიმართა. ჩემპიონატი გუშინ, 26 ნოემბერს დასრულდა.
გაფრინდაშვილმა 7 ქულა დააგროვა. მან ოთხი პარტია მოიგო და ექვსი შეხვედრა ყაიმით
დაასრულა.