მონაზონი, რომელსაც დედათა მონასტერში ფიზიკურად გაუსწორდნენ, თბილისში გადაიყვანეს

© photo: Sputnik / Stringerსასწრაფო დახმარება
სასწრაფო დახმარება - Sputnik საქართველო, 1920, 27.11.2022
გამოწერა
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, დაკავებულებს 13 წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრებათ.
თბილისი, 27 ნოემბერი - Sputnik. მონაზონი, რომელსაც ხაშურისა და სურამის ეპარქიის დედათა მონასტერში ფიზიკურად გაუსწორდნენ, თბილისში, კავკასიის მედიცინის ცენტრში მოათავსეს, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი2“.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, პარასკევს ხაშურისა და სურამის ეპარქიის სოფელ ცხრამუხის დედათა მონასტერში ორი პირი შეიჭრა. ისინი მონაზვნებს ფიზიკურად გაუსწორდნენ.
ერთ-ერთი მონაზონი, რომელსაც სხეულზე მრავლობითი დაზიანებები და ტვინის შერყევა აღენიშნებოდა, თავდაპირველად ხაშურის ერთ-ერთი საავადმყოფოს ინტენსიურ განყოფილებაში მოათავსეს, თუმცა ჯანმრთელობის მდგომარეობის სიმძიმის გამო საჭირო გახდა მისი თბილისში გადაყვანა.
პაციენტის ინტერესებიდან გამომდინარე, კავკასიის მედიცინის ცენტრში მონაზონის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებენ. გავრცელებული ინფორმაციით, ის რეანიმაციულ განყოფილებაში არ მკურნალობს.
მომხდარ ფაქტზე სამართალდამცველებმა წარსულში ნასამართლევი, 27 და 39 წლის მამაკაცები დააკავეს.
გამოძიება ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობისა და გაუპატიურების ფაქტებზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე და 137-ე მუხლებით მიმდინარეობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, დაკავებულებს 13 წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრებათ.
ცხრამუხის დედათა მონასტერში მომხდარი ძარცვის და გაუპატიურების ფაქტებზე დაკავებულებს ბრალს სავარაუდოდ დღეს ოფიციალურად წარუდგენენ.
წყარო - ტელეკომპანია „რუსთავი2“.
ყველა ახალი ამბავი
0