ლაგოდეხში ავარიას ორი ადამიანი ემსხვერპლა

© photo: Sputnik / Stringerპოლიციის ლენტი
პოლიციის ლენტი - Sputnik საქართველო, 1920, 27.11.2022
გამოწერა
ცუდი ხილვადობის გამო მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, ავტომობილი მოცურდა და ხეს შეეჯახა.
თბილისი, 27 ნოემბერი – Sputnik. ლაგოდეხში მუნიციპალიტეტში, სოფელ ვარდისუბანთან ავტოსაგზაო შემთხვევას ორი მამაკაცი ემსხვერპლა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი2“.
გავრცელებული ინფორმაციით, გვიან ღამით 28 და 35 წლის მამაკაცები Mercedes-ის მარკის ავტომობილით დედოფლისწყაროს მიმართულებით გადაადგილდებოდნენ, რა დროსაც ცუდი ხილვადობის გამო მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, ავტომობილი მოცურდა და ხეს შეეჯახა. ორივე მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა.
ტელეკომპანიის ინფორმაციით, დაღუპულები ნათესავები იყვნენ, ერთ-ერთ მამაკაცს კი 5 შვილი ჰყავდა. ისინი სოფელ მირზაანიდან იყვნენ.
მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.
ყველა ახალი ამბავი
0