„ერისიონი“ ფილარმონიის სცენაზე კონცერტს გამართავს

© photo: Sputnik / Stringerქართული სიმღერისა და ცეკვის ანსამბლ ერისიონის რეპეტიციის კადრები
ქართული სიმღერისა და ცეკვის ანსამბლ ერისიონის რეპეტიციის კადრები - Sputnik საქართველო, 1920, 27.11.2022
გამოწერა
ამჯერად „ერისიონი“ ყველა კუთხის ხალხური პროფესიული შემოქმედების შედევრებს წარადგენს.
თბილისი, 27 ნოემბერი — Sputnik. ქართული ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი „ერისიონი“ შოუ-პროგრამით „ქართული საგანძური“ თბილისის საკონცერტო დარბაზის (ფილარმონია) სცენაზე 21 დეკემბერს წარდგება.
ანსამბლი ტრადიციულად წლის ბოლოს ქართველი მაყურებლისთვის კონცერტს ამზადებს. ამჯერად „ერისიონი“ ყველა კუთხის ხალხური პროფესიული შემოქმედების შედევრებს წარადგენს.
ერისიონის შოუ-პროგრამებმა („ლეგენდა თამარზე“, „ქართული ლეგენდა“, „ქართული ქარიშხალი“ და „ქართული საგანძური“ ) ბოლო ათწლეულების განმავლობაში მსოფლიო განაცვიფრა და აალაპარაკა. ნოემბრის დასაწყისში ანსამბლმა „ქართული საგანძური“ შვეიცარიაში წარადგინა.
© Sputnik / Alexander Imedashviliქართული სიმღერისა და ცეკვის ანსამბლ ერისიონის რეპეტიციის კადრები
Кадры репетиции ансамбля грузинской песни и танца Эрисиони - Sputnik საქართველო, 1920, 27.11.2022
ქართული სიმღერისა და ცეკვის ანსამბლ ერისიონის რეპეტიციის კადრები
შოუს დადგმასა და მსოფლიოში მის პოპულარიზაციაში დიდი როლი შეასრულეს ჯემალ ჭკუასელმა და რევაზ ჭოხონელიძემ, რომელთა ხსოვნის პატივსაცემადაც შეიქმნა ახალი შოუ-პროგრამა. პროგრამის განახლებაზე იმუშავეს ანსამბლის სამხატვრო ხელმძღვანელმა შერმადინ ჭკუასელმა და მთავარმა ქორეოგრაფმა ეკა ჭკუასელმა.
ანსამბლი „ერისიონი" 1885 წელს დაფუძნდა. ამჟამად ის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური მსოფლიო პროექტია „ეთნოს" სტილში.
ანსამბლში ასზე მეტი ნიჭიერი არტისტია, რომელთა ნაწილი დახვეწილი აკრობატული ელემენტების გამოყენებით ცეკვავს, ხოლო მეორე ნაწილი უნიკალურ ქართულ პოლიფონიურ სიმღერებს მღერის. გარდა ამისა, მსოფლიოში „ერისიონის“ არტისტები იმ მცირერიცხოვანთა რიცხვში არიან, რომლებიც დაეუფლნენ „პოპ-პოინტის“ ტექნიკას – ცეკვის ხელოვნებას რბილი ტყავის ბალეტის ფეხსაცმელში.
ყველა ახალი ამბავი
0