შემოდგომის მიწურულს: თბილისში აგრობაზარი გაიხსნა

© photo: Sputnik / Stringerსოფლის მეურნეობის პროდუქცია
სოფლის მეურნეობის პროდუქცია - Sputnik საქართველო, 1920, 26.11.2022
გამოწერა
ორდღიანი ღონისძიება ეპატიჟება ყველას, ვისაც ბოსტნეულის ნამდვილი გემო მოენატრა
თბილისი, 26 ნოემბერი – Sputnik. დედაენის პარკში დღეს გაიხსნა „აგრობაზარი შემოდგომის მიწურულს“, სადაც ქართული ნატურალური პროდუქტებია წარმოდგენილი, ნათქვამია ორგანიზატორების განცხადებაში.
ორდღიანი ღონისძიება ეპატიჟება ყველას, ვისაც მოენატრა ბაღჩაში მოყვანილი ბოსტნეულის და ფერმერების დამზადებული ნატურალური რძის პროდუქტების ნამდვილი უნიკალური ქართული გემო.
ნამდვილ ქართულ პროდუქტებთან ერთად, ბაზრობაზე მისული სტუმრები ამა თუ იმ პროდუქტის მომზადების განსაკუთრებულ ტრადიციებსაც გაეცნობიან.
„აგრობაზარზე გამოტანილ პროდუქტებს მათი ადგილწარმოშობა - ისტორიული, კულტურული თუ ტერიტორიული მახასიათებლები გამოარჩევს. სწორედ ესაა მათი უნიკალურობის მიზეზიცა და შედეგიც“, - ამბობენ ორგანიზატორები.
აგრობაზრობა იმართება გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) და ევროკავშირის მხარდაჭერით, ინიციატივის ფარგლებში, რომლის სახელწოდებაა „ევროკავშირის ინოვაციური პროექტი საქართველოში კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობისთვის“.
ყველა ახალი ამბავი
0