https://sputnik-georgia.com/20221126/tbilisis-operis-teatri-musikaluri-warmodgenis-premieristvis-emzadeba-272489812.html
თბილისის ოპერის თეატრი მუსიკალური წარმოდგენის პრემიერისთვის ემზადება
თბილისის ოპერის თეატრი მუსიკალური წარმოდგენის პრემიერისთვის ემზადება
Sputnik საქართველო
წარმოდგენა დადგმულია ბოლო წლების ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ალბომის, City Lights-ის მიხედვით. 26.11.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-11-26T20:07+0400
2022-11-26T20:07+0400
2022-11-26T20:07+0400
ახალი ამბები
საქართველო
თბილისი დღეს
კულტურა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/01/0c/263551268_0:0:3079:1731_1920x0_80_0_0_2f9216132e48cf312363dcdf82efbc79.jpg
თბილისი, 26 ნოემბერი – Sputnik. თბილისის ოპერის თეატრში 7 იანვარს გაიმართება მუსიკალური წარმოდგენის პრემიერა, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ მსოფლიოში აღიარებული ქართველი მევიოლინე ლიზა ბათიაშვილი და კომპოზიტორი, დირიჟორი და ეროვნული სიმფონიური ორკესტრის სამხატვრო ხელმძღვანელი ნიკოლოზ რაჭველი.წარმოდგენა დადგმულია ბოლო წლების ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ალბომის, City Lights-ის მიხედვით.City Lights 12 კომპოზიციისგან შედგება, რომლებიც მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქს ეძღვნება. მათ შორის არის ბერლინი, პარიზი, ლონდონი, ბუენოს-აირესი, ნიუ-იორკი, თბილისი და სხვა.თითოეული ქალაქისადმი მიძღვნილ კომპოზიციას საფუძვლად უდევს ლეგენდარული ავტორების: ბახის, დვორჟაკის, შტრაუსის, ლეგრანის, ჩაპლინის, მორიკონეს, პიაცოლას მელოდიური მასალა, რომელთა გამოყენებით ნიკოლოზ რაჭველმა შექმნა პიესები და მუსიკალური ფანტაზიები ვიოლინოსა და სიმფონიური ორკესტრისთვის.წარმოდგენის სცენარის ავტორი და რეჟისორი თეონა ჯორბენაძეა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/01/0c/263551268_0:0:2731:2048_1920x0_80_0_0_13a4548f454370cb50374869155ed456.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, თბილისი დღეს, კულტურა საქართველოში
ახალი ამბები, საქართველო, თბილისი დღეს, კულტურა საქართველოში
თბილისის ოპერის თეატრი მუსიკალური წარმოდგენის პრემიერისთვის ემზადება
წარმოდგენა დადგმულია ბოლო წლების ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ალბომის, City Lights-ის მიხედვით.
თბილისი, 26 ნოემბერი – Sputnik. თბილისის ოპერის თეატრში 7 იანვარს გაიმართება მუსიკალური წარმოდგენის პრემიერა, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ მსოფლიოში აღიარებული ქართველი მევიოლინე ლიზა ბათიაშვილი და კომპოზიტორი, დირიჟორი და ეროვნული სიმფონიური ორკესტრის სამხატვრო ხელმძღვანელი ნიკოლოზ რაჭველი.
წარმოდგენა დადგმულია ბოლო წლების ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ალბომის, City Lights-ის მიხედვით.
City Lights 12 კომპოზიციისგან შედგება, რომლებიც მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქს ეძღვნება. მათ შორის არის ბერლინი, პარიზი, ლონდონი, ბუენოს-აირესი, ნიუ-იორკი, თბილისი და სხვა.
თითოეული ქალაქისადმი მიძღვნილ კომპოზიციას საფუძვლად უდევს ლეგენდარული ავტორების: ბახის, დვორჟაკის, შტრაუსის, ლეგრანის, ჩაპლინის, მორიკონეს, პიაცოლას მელოდიური მასალა, რომელთა გამოყენებით ნიკოლოზ რაჭველმა შექმნა პიესები და მუსიკალური ფანტაზიები ვიოლინოსა და სიმფონიური ორკესტრისთვის.
წარმოდგენის სცენარის ავტორი და რეჟისორი თეონა ჯორბენაძეა.