სომხეთიდან საქართველოში ათასობით ძვირფასი ქვის უკანონოდ შემოტანა სცადეს

© photo: Sputnik / Laura Sarkisianსადახლოს საკონტროლო-გამშვები პუნქტი. საქართველო-სომხეთის საზღვარი
სადახლოს საკონტროლო-გამშვები პუნქტი. საქართველო-სომხეთის საზღვარი - Sputnik საქართველო, 1920, 26.11.2022
გამოწერა
არადეკლარირებული საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 26.560 ლარი შეადგინა.
თბილისი, 26 ნოემბერი – Sputnik. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა არადეკლარირებული ძვირფასი ქვებისა და დიდი ოდენობით ოქროს ნაკეთობების შემოტანის ფაქტი აღიკვეთეს საქართველო-სომხეთის საზღვარზე მდებარე საბაჟო გამშვებ პუნქტზე, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
უწყების ცნობით, საბაჟო გამშვებ პუნქტ „სადახლოზე“ სომხეთის მოქალაქის როგორც ფიზიკური, ასევე კუთვნილი ბარგის დათვალიერების შედეგად, დიდი ოდენობით ოქროს საიუველირო ნაკეთობები, სხვადასხვა ზომის 2.490 ცალი ძვირფასი ქვა და მობილური ტელეფონი გამოვლინდა.
არადეკლარირებული საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 26561.18 ლარი შეადგინა.
საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.
ყველა ახალი ამბავი
0