https://sputnik-georgia.com/20221126/saqartvelosi-seqsualur-seviwroebaze-sasjeli-mkacrdeba-272493514.html
საქართველოში სექსუალურ შევიწროებაზე სასჯელი მკაცრდება
საქართველოში სექსუალურ შევიწროებაზე სასჯელი მკაცრდება
Sputnik საქართველო
სექსუალურ შევიწროებად ჩაითვლება სექსუალური ხასიათის ნებისმიერი გამონათქვამი, რომელიც არასასურველია ადამიანისთვის. 26.11.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-11-26T22:30+0400
2022-11-26T22:30+0400
2022-11-28T14:42+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს პარლამენტი
შემთხვევები საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24047/96/240479607_0:105:2000:1230_1920x0_80_0_0_775e59aa5743468994a5c5239e53dbf7.jpg
თბილისი, 26 ნოემბერი – Sputnik. საქართველოს პარლამენტი განიხილავს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებებს, რომლებიც სექსუალური შევიწროებისთვის სასჯელის გამკაცრებას ითვალისწინებს.ცვლილებების მიხედვით, სექსუალური შევიწროების ცნება ფართოვდება - ასეთად ჩაითვლება არა მხოლოდ სექსუალური ხასიათის ქცევა, რომელიც მიზნად ისახავს დაზარალებული შეურაცხყოფას და დაშინებას ან დამცირებას.კანონპროექტის ახალი ვერსიით, სექსუალურ შევიწროებად ჩაითვლება პირისთვის არასასურველი სექსუალური ხასიათის ნებისმიერი სიტყვიერი, არავერბალური ან ფიზიკური ქმედება, რომელიც მსხვერპლისთვის ღირსების შემლახავი, დამამცირებელი, დამაშინებელი ან შეურაცხმყოფელია.ამავდროულად, სიტყვიერი სექსუალური შევიწროება ასევე მოიცავს წერილობით და ხმოვან შეტყობინებებს, ხოლო ფიზიკური სექსუალური შევიწროება მხოლოდ შეხებას მოიაზრებს.ასეთი ქმედებისთვის ჯარიმა 300-დან 600 ლარამდე გაიზრდება.ერთი წლის განმავლობაში განმეორებითი სამართალდარღვევა გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ნაცვლად 800 ლარის ოდენობით ან 1 თვემდე გამასწორებელ სამუშაოს.ასევე გაიზრდება ჯარიმა არასრულწლოვნის, ორსული ქალის, უმწეო მდგომარეობაში მყოფი პირის, შშმ პირის ან არასრულწლოვნის თანდასწრებით ჩადენილი სექსუალური შევიწროებისთვის. ამ შემთხვევაში ჯარიმა იქნება 800 ლარიდან ათას ლარამდე და არა 500-დან 800 ლარამდე, როგორც ეს კანონის მოქმედი ვერსიით არის გათვალისწინებული.ჯარიმა ასევე გაიზრდება მსგავსი ქმედების განმეორებით ანდა ორი ან მეტი პირის მიმართ ჩადენის შემთხვევაში. ჯარიმა ამ შემთხვევაში იქნება 1-დან 1,5 ათას ლარამდე და არა 800-დან 1 ათას ლარამდე.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24047/96/240479607_110:0:1890:1335_1920x0_80_0_0_ea679592e5fdb5e9bd4ac33758eb7c8c.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს პარლამენტი, შემთხვევები საქართველოში
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს პარლამენტი, შემთხვევები საქართველოში
საქართველოში სექსუალურ შევიწროებაზე სასჯელი მკაცრდება
22:30 26.11.2022 (განახლებულია: 14:42 28.11.2022) სექსუალურ შევიწროებად ჩაითვლება სექსუალური ხასიათის ნებისმიერი გამონათქვამი, რომელიც არასასურველია ადამიანისთვის.
თბილისი, 26 ნოემბერი – Sputnik. საქართველოს პარლამენტი განიხილავს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებებს, რომლებიც სექსუალური შევიწროებისთვის სასჯელის გამკაცრებას ითვალისწინებს.
ცვლილებების მიხედვით, სექსუალური შევიწროების ცნება ფართოვდება - ასეთად ჩაითვლება არა მხოლოდ სექსუალური ხასიათის ქცევა, რომელიც მიზნად ისახავს დაზარალებული შეურაცხყოფას და დაშინებას ან დამცირებას.
კანონპროექტის ახალი ვერსიით, სექსუალურ შევიწროებად ჩაითვლება პირისთვის არასასურველი სექსუალური ხასიათის ნებისმიერი სიტყვიერი, არავერბალური ან ფიზიკური ქმედება, რომელიც მსხვერპლისთვის ღირსების შემლახავი, დამამცირებელი, დამაშინებელი ან შეურაცხმყოფელია.
ამავდროულად, სიტყვიერი სექსუალური შევიწროება ასევე მოიცავს წერილობით და ხმოვან შეტყობინებებს, ხოლო ფიზიკური სექსუალური შევიწროება მხოლოდ შეხებას მოიაზრებს.
ასეთი ქმედებისთვის ჯარიმა 300-დან 600 ლარამდე გაიზრდება.
ერთი წლის განმავლობაში განმეორებითი სამართალდარღვევა გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ნაცვლად 800 ლარის ოდენობით ან 1 თვემდე გამასწორებელ სამუშაოს.
ასევე გაიზრდება ჯარიმა არასრულწლოვნის, ორსული ქალის, უმწეო მდგომარეობაში მყოფი პირის, შშმ პირის ან არასრულწლოვნის თანდასწრებით ჩადენილი სექსუალური შევიწროებისთვის. ამ შემთხვევაში ჯარიმა იქნება 800 ლარიდან ათას ლარამდე და არა 500-დან 800 ლარამდე, როგორც ეს კანონის მოქმედი ვერსიით არის გათვალისწინებული.
ჯარიმა ასევე გაიზრდება მსგავსი ქმედების განმეორებით ანდა ორი ან მეტი პირის მიმართ ჩადენის შემთხვევაში. ჯარიმა ამ შემთხვევაში იქნება 1-დან 1,5 ათას ლარამდე და არა 800-დან 1 ათას ლარამდე.