საქართველოში ფიროსმანის შესახებ პირველი გრაფიკული რომანი გამოიცა

© photo: Sputnik / Vladimir Astapkovich / გადასვლა მედიაბანკშისოსლანბეკ ეძიევის და ნიკო ფიროსმანის ნახატების გამოფენა
სოსლანბეკ ეძიევის და ნიკო ფიროსმანის ნახატების გამოფენა - Sputnik საქართველო, 1920, 26.11.2022
გამოწერა
რომანი არის პირველი ნაწილი სერიისა „ბიოგრაფიკა", რომელშიც ქართველი მოღვაწეების ცხოვრება თანამედროვე კომიქსის სტილშია მოთხრობილი.
თბილისი, 26 ნოემბერი– Sputnik. დღეს თბილისში გაიმართა გრაფიკული რომანის პრეზენტაცია დიდი ქართველი მხატვრის, ნიკო ფიროსმანის შესახებ, ნათქვამია ორგანიზატორების განცხადებაში.
წიგნის პრეზენტაცია შაბათს მრავალფუნქციურ ცენტრ Fabrika-ში გაიმართა. ღონისძიების სტუმრებს უჩვენეს ვიდეორგოლი იმის შესახებ, თუ როგორ იქმნებოდა რომანი. წიგნის გარდა, ადგილზე გაიყიდება სხვადასხვა თემატური აქსესუარი: გასაფერადებელი, პოსტერი, სტიკერი და სხვ.
© courtesy of Mockups Designპირველი გრაფიკული რომანი ფიროსმანის შესახებ
В Грузии презентуют первый графический роман о Пиросмани - Sputnik საქართველო, 1920, 26.11.2022
პირველი გრაფიკული რომანი ფიროსმანის შესახებ
ფიროსმანის გრაფიკული ბიოგრაფია პირველი ნაწილია სერიისა „ბიოგრაფიკა", რომელშიც ქართველი მოღვაწეების ცხოვრება თანამედროვე კომიქსის სტილშია მოთხრობილი.

„სერია უპირატესად საბავშვოა (8 წლიდან) თუმცა, ორიგინალური „კრეატიული სთორითელინგის" გათვალისწინებით, ასევე გათვლილია ზრდასრულთათვისაც“, - განმარტავენ ორგანიზატორები.

პირველ ნაწილში სახალისოდაა მოთხრობილი ფიროსმანის და მარგარიტას ისტორია, რამაც მხატვრის ცხოვრება სამუდამოდ შეცვალა. იდეის და დიზაინის ავტორია George GaMeZ, ხოლო ტექსტის ავტორი - დავით ბაბიაშვილი.
ყველა ახალი ამბავი
0