რამდენი დახარჯეს ქართველებმა უცხოეთში - განახლებული სტატისტიკა

© Pixabay / ptraრომი
რომი - Sputnik საქართველო, 1920, 26.11.2022
გამოწერა
საქართველოს მოქალაქეები უცხოეთში ახლობლების მონახულების გარდა, საშიპონგოდ დადიან
თბილისი, 26 ნოემბერი – Sputnik. 2022 წლის მესამე კვარტალში საქართველოს მოქალაქეებმა საზღვარგარეთ 693,4 ათასი ვიზიტი განახორციელეს, რაც 3,9-ჯერ მეტია 2021 წლის შესაბამის მაჩვენებელთან შედარებით, ნათქვამია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის („საქსტატის“) ვებგვერდზე გამოქვეყნებულ მასალებში.
გასვლითი ვიზიტების უმეტესობა (46,3%) 31-50 წლის რეზიდენტებმა განახორციელეს.
ტურისტული ვიზიტების საერთო რაოდენობა შედგენს 287,7 ათასს, რაც 94,3%-ით მეტია 2021 წლის მესამე კვარტალთან შედარებით. ვიზიტების ნახევარზე მეტი განხორციელდა თურქეთში (57,9%). მეორე ადგილზეა რუსეთი 14,6%-ით, შემდეგ მოდის ევროკავშირის ქვეყნები - 8,8%-ით.
ამასთან, ვიზიტებ მიზანი იყო შოპინგი, მეგობრებთან და ნათესავებთან სტუმრობა, პროფესიული და ეკონომიკური საქმიანობა.
საქართველოს მოქალაქეების მიერ განხორციელებული ვიზიტების მიზნები (2022 წლის მესამე კვარტალი)
შოპინგი - 232,6 ათასი ადამიანი (43,7%)
მეგობრებთან და ნათესავებთან სტუმრობა - 115,5 ათასი ადამიანი (21,7%)
პროფესიული საქმიანობა - 82,5 ათასი ადამიანი (15,5%)
დასვენება - 76,8 ათასი ადამიანი (14,4%)
მკურნალობა - 12,1 ათასი ადამიანი (2,3%)
სხვა - 12,4 ათასი ადამიანი (2,3%).
საქართველოს მოქალაქეებმა 2022 წლის მესამე კვარტალში საზღვარგარეთ 539,4 მილიონი ლარი (199 მლნ დოლარი) დახარჯეს. თითოეული ქართველი მოგზაური ვიზიტისას დღე-ღამეში საშუალოდ ათასი ლარს ხარჯავდა. ყველაზე მეტი თანხა ქართველმა ტურისტებმა დახარჯეს შოპინგზე, საკვებსა და სასმელებზე, განთავსებაზე.
საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტების რიცხვი 2022 წლის იანვარი–ოქტომბერში 188,5%-ით გაიზარდა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით და 4,4 მლნ შეადგინა.
საქართველომ 2022 წლის 10 თვეში 2019 წლის მაჩვენებელი 54,8%-ით აღადგინა.
ეროვნული ბანკის ინფორმაციით, უცხოელებიდან შემოსული შემოსავლები 184,4%-ით გაიზარდა 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, გარდა ამისა, შემოსავლებმა 2022 წლის 10 თვეში 5,7%-ით გადააჭარბა 2019 წლის მაჩვენებელს, როდესაც საქართველოში საერთაშორისო მოგზაურების პიკი იყო.
ყველა ახალი ამბავი
0