https://sputnik-georgia.com/20221126/gardaicvala-mamakaci-romelmac-yofili-coli-cocxlad-dawva-272486760.html
გარდაიცვალა მამაკაცი, რომელმაც ყოფილი ცოლი ცოცხლად დაწვა
გარდაიცვალა მამაკაცი, რომელმაც ყოფილი ცოლი ცოცხლად დაწვა
Sputnik საქართველო
თერჯოლაში მამაკაცი ყოფილ ცოლს სამსახურში მიუვარდა, ცეცხლი წაუკიდა და ოთახში ჩაკეტა, ქალი ადგილზე გარდაიცვალა, მამაკაცი კი მძიმე დაზიანებებით კლინიკაში... 26.11.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-11-26T12:37+0400
2022-11-26T12:37+0400
2022-11-26T12:37+0400
ახალი ამბები
საქართველო
შემთხვევები საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/07/1b/268932199_0:0:3078:1731_1920x0_80_0_0_0a97f9cf04bcdd3d59c1263c59bbd19e.jpg
თბილისი, 26 ნოემბერი – Sputnik. მამაკაცი, რომელმაც თერჯოლაში ყოფილი ცოლი ცოცხლად დაწვა, საავადმყოფოში გარდაიცვალა.ფემიციდის შემზარავი ფაქტი გუშინ სუპერმარკეტ „მაგნიტში“ მოხდა, სადაც 37 წლის ქალი მენეჯერად მუშაობდა. ყოფილი ქმარი ქალს სამსახურში მიუვარდა, საწვავი შეასხა, ცეცხლი წაუკიდა და შემდეგ ოთახში გამოკეტა. მიუხედავად იმისა, რომ მომხდარს ათობით თვითმხილველი ჰყავს, ორი შვილის დედის გადარჩენა ვერავინ შეძლო. ქალი ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო ბოროტმოქმედი დაზიანებებით კლინიკაში გადაიყვანეს.41 წლის ლეონიდე ზვიადაძე სხეულის 70%-იანი დამწვრობით ქუთაისის დამწვრობის ცენტრში მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა და მისი მდგომარეობა კრიტიკულად მძიმე იყო. ის გვიან ღამით გარდაიცვალა.მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.დაღუპული ქალის ახლობლების ინფორმაციით, ზვიადაძეს შემაკავებელი ორდერი ჰქონია გამოწერილი, მიუხედავად ამისა ბოლო პერიოდში ის ბევრჯერ დახვდა ქუჩაში ყოფილ ცოლს და მოკვლის მუქარით შემიგებას სთხოვდა.ქალებზე ძალადობის პრობლემა საქართველოში კვლავ მწვავედ დგას. მხოლოდ ბოლო დღეებში ქალებზე ფიზიკური ძალადობის რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/07/1b/268932199_347:0:3078:2048_1920x0_80_0_0_720cf96fc1f3dea4eade1ba86ebc28e3.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, შემთხვევები საქართველოში
ახალი ამბები, საქართველო, შემთხვევები საქართველოში
გარდაიცვალა მამაკაცი, რომელმაც ყოფილი ცოლი ცოცხლად დაწვა
თერჯოლაში მამაკაცი ყოფილ ცოლს სამსახურში მიუვარდა, ცეცხლი წაუკიდა და ოთახში ჩაკეტა, ქალი ადგილზე გარდაიცვალა, მამაკაცი კი მძიმე დაზიანებებით კლინიკაში გადაიყვანეს
თბილისი, 26 ნოემბერი – Sputnik. მამაკაცი, რომელმაც თერჯოლაში ყოფილი ცოლი ცოცხლად დაწვა, საავადმყოფოში გარდაიცვალა.
ფემიციდის შემზარავი ფაქტი გუშინ სუპერმარკეტ „მაგნიტში“ მოხდა, სადაც 37 წლის ქალი მენეჯერად მუშაობდა. ყოფილი ქმარი ქალს სამსახურში მიუვარდა, საწვავი შეასხა, ცეცხლი წაუკიდა და შემდეგ ოთახში გამოკეტა. მიუხედავად იმისა, რომ მომხდარს ათობით თვითმხილველი ჰყავს, ორი შვილის დედის გადარჩენა ვერავინ შეძლო. ქალი ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო ბოროტმოქმედი დაზიანებებით კლინიკაში გადაიყვანეს.
41 წლის ლეონიდე ზვიადაძე სხეულის 70%-იანი დამწვრობით ქუთაისის დამწვრობის ცენტრში მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა და მისი მდგომარეობა კრიტიკულად მძიმე იყო. ის გვიან ღამით გარდაიცვალა.
მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.
დაღუპული ქალის ახლობლების ინფორმაციით, ზვიადაძეს შემაკავებელი ორდერი ჰქონია გამოწერილი, მიუხედავად ამისა ბოლო პერიოდში ის ბევრჯერ დახვდა ქუჩაში ყოფილ ცოლს და მოკვლის მუქარით შემიგებას სთხოვდა.
ქალებზე ძალადობის პრობლემა საქართველოში კვლავ მწვავედ დგას. მხოლოდ ბოლო დღეებში ქალებზე ფიზიკური ძალადობის რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა.