გსურთ გქონდეთ წვრილი წელი და თხელი მუცელი? უარი თქვით ამ პროდუქტებზე

© Pexels / Andres Ayrtonსიმსუქნე
სიმსუქნე - Sputnik საქართველო, 1920, 25.11.2022
გამოწერა
ყველას გვსურს ვიყოთ ტანწერწეტები, გვქონდეს კარგი აღნაგობა – ქალებსაც და მამაკაცებსაც. ამისთვის ძალისხმევას არ ვიშურებთ, ათასგვარ დიეტას ვიცავთ, ვვარჯიშობთ, მაგრამ ხშირად სულ ფუჭად და ამაოდ: წელის გარშემო დაგროვილ ცხიმს ვერაფრით ვაქრობთ.
არადა, თურმე მხოლოდ ის პროდუქტები უნდა ამოვიღოთ რაციონიდან, რომლებიც ამ პრობლემას აჩენს.
მაინც, რომელია ეს პროდუქტები? ცომეული და საკონდიტრო ნაწარმი, შაქარი, მარილი... ეს ყველამ ვიცით. მაგრამ იცით თუ არა, რომ წვრილი წელის უდიდესი მტრები ასევე არიან:
კარტოფილი
კარტოფილი მხოლოდ მოხარშული უნდა მიირთვათ. რაც შეეხება ბევრისთვის ესოდენ საყვარელ შემწვარ კარტოფილს, ის სრულიად უსარგებლოცაა ორგანიზმისთვის და, ამას გარდა, სახამებელს პირდაპირ წელის მიდამოებში აგროვებს.
თეთრი ბრინჯი და მანანის ბურღული
თეთრ ბრინჯში შემავალი სახამებელი ცუდ გავლენას ახდენს თქვენს ფიგურაზე. რა თქმა უნდა, მისი რაციონიდან სრულად ამოღებას არ გირჩევთ, მაგრამ ჯობს ის კვირაში მხოლოდ ორჯერ მიირთვათ. აი ყავისფერი ბრინჯი კი შეგიძლიათ იმდენი ჭამოთ, რამდენიც მოგესურვებათ.
რაც შეეხება მანანის ბურღულს, ის აუცილებლად უნდა შეიტანოთ აკრძალული პროდუქტების ნუსხაში. წინააღმდეგ შემთხვევაში მუცლიდან ცხიმს ვერასდროს მოიშორებთ.
ყურძენი და ბანანი
რაოდენ პარადოქსულადაც არ უნდა ჟღერდეს, ამ ხილსაც შეუძლია მუცელზე ცხიმის ფენების გამრავლება. ამიტომ ჯობს ძალიანაც არ გაერთოთ მათი ჭამით.
სწრაფი მომზადების ფაფები და მიუსლი
თუ ფუმფულა მუცლის პრობლემა გაქვთ, ამ პროდუქტებზეც უარის თქმა მოგიწევთ. ისინი საოცრად მდიდარია უბრალო ნახშირწლებით, თანაც, რამდენიც უნდა მიირთვათ, მაინც ძალიან მალე მოგშივდებათ.
ხურცის ბულიონები
არ გირჩევთ მიეძალოთ ხორცის ბულიონებს, მით უმეტეს, ცხიმიანი ხორცისას. ეს მართლა ცუდი იდეაა, ვინაიდან ბევრ ქოლესტერინს შეიცავს და მოგიწევთ სამუდამოდ დაემშვიდობოთ თხელ მუცელსა და წვრილ წელს.
მაიონეზი, ძეხვეული, შებოლილი პროდუქცია და კონსერვები
ყველა ეს პროდუქტი მუცლიდან და წელის მიდამოებიდან ცხიმის მოშორებას აქტიურად უშლის ხელს. ისინი წარმოუდგენელი რაოდენობის ცხიმებს შეიცავს და საერთოდ არანაირი სარგებლობა არ მოაქვს ორგანიზმისთვის.
ფასტ-ფუდი
გარდა იმისა, რომ ფასტ-ფუდები ძალიან კალორიულია, ის ასევე ამუხრუჭებს ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლის პროცესს. და ეს იმიტომ, რომ უზარმაზარი რაოდენობის ხელოვნურ დანამატებს შეიცავს. ხოლო როცა ნივთიერებათა ცვლა შენელებულია, იქ გახდომასა და ცხიმების მოშორებაზე საუბარი საერთოდ ზედმეტია.

რით შევცვალოთ „მავნე“ პროდუქტები?

აკრძალული საყვარელი კერძების ენერგეტიკული ღირებულების ჩანაცვლება ნაკლებად კალორიული პროდუქტებით შეგიძლიათ. მაგალითად:
შემწვარი კარტოფილის ნაცვლად მიირთვით პიურე, ან პირდაპირ მოხარშული ბოლქვები;
სალათები მაიონეზის ნაცვლად მცენარეული ზეთით შეაზავეთ;
ღორის მსუქანი ხორცი საქონლის მჭლე, კურდღლის ან ფრინველის ხორცით ჩაანაცვლეთ;
საუკეთესო ვარიანტია საქონლის ენა და გულ-ღვიძლი, ვინაიდან ისინი კიდევ უფრო ნაკლებად კალორიულია.
რაც შეეხება მომზადების წესს, ხორცი ჯობს ან ჩაშუშოთ, ან მოხარშოთ.
გახსოვდეთ! რაც ნაკლებია ცხიმი მუცელზე, მით ნაკლებია კიბოთი, დიაბეტით, ასთმითა თუ ინსულტით დაავადების რისკი.
ყველა ახალი ამბავი
0